21 ივლისი, 2020
"ერთი სიტყვით გამაგებინე ცოცხალი ვარო, დე…" - გაუჩინარებულ გოგონას დედა მიმართავს
უკვე მე­სა­მე დღეა და­კარ­გულ 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს ეძე­ბენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცე­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხა­იშ­ში ნა­ხეს, რა დრო­საც ის სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. დღეს ვერც მის ავ­ტო­მო­ბილს პო­უ­ლო­ბენ.

"მთა­ვა­რი არხი" თა­მარ ბა­ჩა­ლე­იშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს ესა­უბ­რა. ტე­ლარ­ხის ეთე­რით გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ გო­გო­ნას დე­დამ მი­მარ­თა:

"ერთი სი­ტყვით გა­მა­გე­ბი­ნე ცო­ცხა­ლი ვარო, დე… ვი­ცო­დე, რომ აღარ ვი­ნერ­ვი­უ­ლო, ვკვდე­ბი ისე ვნერ­ვი­უ­ლობ".

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დედა, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი:

"ერ­თად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით და­სას­ვე­ნებ­ლად... ვე­უბ­ნე­ო­დი, ცემ­ში წა­ვი­დეთ თუ ზღვა­ზეო, მი­თხრა, ორი­ვე­გან წა­ვი­დე­თო. ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად იყო.
ბოლო კვა­ლი ხა­იშ­ში და­ა­ფიქ­სი­რა კა­მე­რამ, რომ იქ შე­ვი­და ბო­ლოს და გა­მო­სუ­ლი აღარ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

იქ არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქონ­და და მე ეს მა­გი­ჟებს, რომ ის არ ვიცი, ან მი­ტყუ­ე­ბით არის მიყ­ვა­ნი­ლი, ან არ ვიცი... რა უნ­დო­და არ ვიცი. ვი­ღა­ცას ეძებ­დაო იქ. ვი­ღა­ცე­ებ­მა თქვეს, გო­გოც ეჯდა მან­ქა­ნა­შიო, მერე პო­ლი­ცი­ამ თქვა, ეგ ჭო­რი­აო".

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS