17 ივლისი, 2020
"მეოთხე სტადიაში აღმოვაჩინეთ დაჯის ფილტვის სიმსივნე..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი დედაზე და რას ურჩევს საზოგადოებას
ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სა და უმ­ძი­მე­სი დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი­დევ ერთხელ წერს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დებს, რე­გუ­ლა­რუ­ლად ჩა­ი­ტა­რონ აუ­ცი­ლე­ბე­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი:

"აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­კე­თეთ ძი­რე­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა წე­ლი­წად­ში ერთხელ. მეს­მის, რომ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა ყვე­ლას არ აქვს მაგ­რამ, წე­ლი­წად­ში ერთხელ ონკო კვლე­ვის ფულს ბევ­რი და­ზო­გავთ.

ისარ­გებ­ლეთ სკრი­ნინ­გის უფა­სო პროგ­რა­მით. 21 სა­უ­კუ­ნეა და ყვე­ლა­ფერს ეშ­ვე­ლე­ბა ყო­ფი­ლა ტყუ­ი­ლი. შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თო, წარ­მო­უდ­გენ­ლად რომ გეჩ­ვე­ნე­ბა, ის პრო­ცე­დუ­რე­ბიც მო­ას­წრო მაგ­რამ, ვე­რა­ფე­რი უშ­ვე­ლო დაგ­ვი­ა­ნე­ბულ დი­აგ­ნოზს. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­უ­კუ­ნეს
და არა­ფერს ამ ქვე­ყა­ნა­ზე. და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ეს ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბა მი­დის სა­ერ­თოდ უსიმპტო­მოდ. მე­ო­თხე სტა­დი­ა­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ და­ჯის ფილ­ტვის სიმ­სივ­ნე.

დე­დას, უზუს­ტე­სი დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს "მე­დიქ­ლაბ­ში". (თურ­ქეთ­შიც ზუს­ტად იგი­ვე გვი­თხრეს) მისი ონ­კო­ლო­გი იყო ალე­კო თა­ვარ­თქი­ლა­ძე, რო­მე­ლიც მარ­თლა დიდი იმე­დია ამ ქვეყ­ნის­თვის. ასე­ვე, მად­ლო­ბა მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და მა­ღა­ლი მო­რა­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბის ონ­კო­ლოგს, ნია შა­რი­ქა­ძეს. და­ჯის, სა­კუ­თა­რი დე­და­სა­ვით უვ­ლიდ­ნენ გუ­ლი­კო ჩა­ფი­ძის კლი­ნი­კა­ში. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა მთელ კლი­ნი­კას და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გუ­ლი­კო ჩა­ფი­ძეს, რო­მე­ლიც ყო­ველ დღე ნა­ხუ­ლობ­და დე­დას და არ­წმუ­ნებ­და, რომ ომს (ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით) დედა მო­ი­გებ­და.
მე, კი­დევ მჯე­რა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი არ­სად არ მი­დი­ან. ამ­ხე­ლა ენერ­გია არ­სად ქრე­ბა. ამი­ტო­მაც ჩემს ენერ­გი­ებს და­ე­მა­ტა ახა­ლი, და­ჯის ენერ­გია", - წერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის დედა, და­რე­ჯან და­უშ­ვი­ლი მძი­მე სენ­თან რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS