16 ივლისი, 2020
ვინ დაპატიჟა შაქარაშვილი საბედისწერო წვეულებაზე და რას ყვება ჩვენებაში ფეხბურთელის მეგობარი - "გახარებული ემზადებოდა დაბადების დღეზე წასასვლელად..."
ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხუ­ლი მე­გობ­რის, ლუკა გო­გა­ვას ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს მცხე­თა­ში, და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყო­ფი ერთ-ერთი გოგო, მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი მოს­წონ­და.

გო­გა­ვას ჩვე­ნე­ბას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" აქ­ვეყ­ნებს. ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ ლუკა გო­გა­ვამ გური ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის­გან გა­ი­გო, რომ და­ბა­დე­ბის დღე­ზე სი­ტუ­ა­ცია და­ძა­ბუ­ლი იყო, რად­გან "ბი­ჭებს სურ­დათ თა­ვი­ან­თი დო­მი­ნან­ტო­ბის წარ­მო­ჩე­ნა გო­გო­ე­ბის წი­ნა­შე". მი­სი­ვე თქმით, ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი ასე­ვე სა­უბ­რობ­და და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყო­ფი დი­ჯე­ის მი­მართ აგ­დე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­სა და მი­მარ­თვებ­ზე.

"ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი არი­ან გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, ოლეგ ბო­ბო­ხი­ძე და აწ
გან­სვე­ნე­ბუ­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი. ჩვენ ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ვართ, სკო­ლის პე­რი­ო­დი­დან... ბევრ დროს ვა­ტა­რებ­დით ერ­თად და ერ­თმა­ნე­თის ბევ­რი სა­ი­დუმ­ლო ვი­ცო­დით. მე, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, ოლეგ ბო­ბო­ხი­ძე და აწ გარ­დაც­ვლი­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გარ­და ახლო მე­გობ­რო­ბი­სა, ასე­ვე ერთი უბ­ნე­ლე­ბიც ვი­ყა­ვით. ჩვენს უბან­ში, ვა­ზი­სუბ­ნის და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი, ლიზი ნა­დი­რა­ძე და ლიზი ქსოვ­რე­ლი, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის არის ცნო­ბი­ლი, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი არი­ან და ცეკ­ვა­ვენ "ქვინ დენს სტუ­დი­ო­ში".

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი 2018 წლის შემ­დეგ მე­გობ­რობ­და მა­რი­ამ ხა­ტის­კაც­თან, ისი­ნი ხში­რად და­დი­ოდ­ნენ ხოლ­მე ერ­თად. 2020 წლის მა­ი­სის და­სა­წყის­ში, ზუს­ტი დრო არ მახ­სოვს, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა მე და ოლეგ ბო­ბო­ხი­ძეს გვი­თხრა, რომ მოს­წონ­და მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი და მას­თან აყა­ლი­ბებ­და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას. ასე­ვე გვი­თხრა, რომ მო­წო­ნე­ბა ორ­მხრი­ვი იყო და მა­რი­ამ ხა­ტის­კაც­საც მოს­წონ­და იგი. მოკ­ლედ, ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი­სა და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­გო, რამ­დე­ნა­დაც მე ვიცი, ვი­ნა­ი­დან იგი ჩვენ­თან ერ­თად არ იყო იმ დროს, რო­დე­საც გი­ორ­გიმ მე და ოლეგს გვი­თხრა ამის შე­სა­ხებ.

2020 წლის მა­ი­სის ბო­ლოს­კენ, ზუს­ტი რი­ცხვი არ მახ­სოვს, მე ვი­ყა­ვი სახ­ლში, რა დრო­საც ჩემ­თან მო­ვიდ­ნენ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და ოლეგ ბო­ბო­ხი­ძე. ჩვენ ეზო­ში ვმოძ­რა­ობ­დით და თან ვსა­უბ­რობ­დით, რო­გორც ყო­ველ­თვის. გი­ორ­გიმ და­ი­წყო სა­უ­ბა­რი და მი­თხრა, "ვერ და­ი­ჯე­რებ რა მოხ­და", რის შემ­დე­გაც მე და­ვინ­ტე­რეს­დი, თუ რა მოხ­და და და­ვუს­ვი მას კი­თხვა, რა­ზე­დაც გი­ორ­გიმ მი­პა­სუ­ხა "მა­რი­ამ ხა­ტის­კაც­მა მომ­წე­რა, აღარ მომ­წონ­ხა­რო", თან ოლეგ ბო­ბო­ხი­ძის ტე­ლე­ფონ­ში გახ­სნა თა­ვი­სი "ფე­ის­ბუ­ქი" და მაჩ­ვე­ნა მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცის­გან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა. რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს, შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში ეწე­რა: "მგო­ნი აღარ მომ­წონ­ხარ", გი­ორ­გის პა­სუ­ხის ფორ­მუ­ლი­რე­ბა აღ­ნიშ­ნულ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე მე ზუს­ტად არ მახ­სოვს, თუმ­ცა, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად იგი გა­ო­ცე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და მა­რი­ა­მის შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე და შემ­დეგ­ში მისი ნახ­ვა უნ­დო­და სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­სარ­კვე­ვად.

მე, ოლეგ ბო­ბო­ხი­ძემ და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა ის დღე ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ, ვსა­უბ­რობ­დით, თუ რა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო იმის მი­ზე­ზი, რომ მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი გი­ორ­გის და­შორ­და. 2020 წლის ივ­ნი­სის შუა რი­ცხვე­ბი იქ­ნე­ბო­და, რო­დე­საც მე გი­ორ­გის­გან გა­ვი­გე, რომ იგი და გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ვინ­მე ანი გა­ბე­ჩა­ვას და­ბა­დე­ბის დღე­ზე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნა­დაც გა­ვი­გე, ასე­ვე "ქვინ დენს სტუ­დი­ოს" მო­ცეკ­ვა­ვე იყო და მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცის, ლიზი ნა­დი­რა­ძის და ლიზი ქსოვ­რე­ლის სა­მე­გობ­რო წრი­დან იყო, ოღონდ ეს დე­ტა­ლი ზუს­ტად არ ვიცი. ზო­გა­დად, გი­ორ­გის სა­უბ­რი­დან შე­მექ­ნა ასე­თი წარ­მოდ­გე­ნა.

გი­ორ­გი და­ბა­დე­ბის დღემ­დე რამ­დე­ნი­მე­ჯერ ვნა­ხე, იგი გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო და ემ­ზა­დე­ბო­და და­ბა­დე­ბის დღე­ზე წა­სას­ვლე­ლად. ზო­გა­დად, გი­ორ­გი ასეთ სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ძა­ლი­ან პე­დან­ტუ­რი იყო, ამ და­ბა­დე­ბის დღე­ზე წა­სას­ვლე­ლა­დაც რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე და­ი­წყო მზა­დე­ბა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და წი­ნას­წარ ტან­საც­მლის შერ­ჩე­ვა­ში, ტრან­სპორ­ტის ხარ­ჯე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­ში და ა.შ. 18 ივ­ნისს, შუ­ა­დღის სა­ა­თებ­ში, გი­ორ­გიმ და­მი­რე­კა ოლე­გის მა­მის ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რი­დან და მთხო­ვა, მის­თვის მე­თხო­ვე­ბი­ნა ჩემი ჩან­თა. მე სა­კუთ­რე­ბა­ში მქონ­და მცი­რე ზო­მის, მუქი ლურ­ჯი ფე­რის, წელ­ზე შე­მო­სახ­ვე­ვი ჩან­თა, ე.წ. "ბარ­სეტ­კა", რო­მე­ლიც მთხო­ვა გი­ორ­გიმ...

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS