"ყველას ჰგონია რომ დედა, ყველაზე კარგი ჰყავს მთელ სამყაროში. ასე მგონია მეც. ხოდა მთელ სამყაროში, ყველაზე კარგი დედა ვერ გადავარჩინე. ვერ ვუშველე. 5 თვის წინ დაგვისვეს უმძიმესი დიაგნოგი. წავედით, წამოვედით. იტანჯა, იომა, ყველაფერი მოვასწარით ამ 5 თვეში. მე, დაობლებაც კი.
პანაშვიდი, სამშაბათი, ოთხშაბათი. მისამართი, ნინო რამიშვილის 35ბ. მარჯვენა სადარბაზო, 12 სართ. დაკრძალვა, ხუთშაბათს 14:00 საბურთალოს სასაფლაოს
დარეჯან დაუშვილის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა რამდენიმე დღის წინ. ის საავადმყოფოში იყო მოთავსებული და ნანუკა ჟორჟოლიანი ახლობლებსა და უცნობებს მისი გადარჩენისთვის ლოცვას სთხოვდა.