08 ივლისი, 2020
"19 წლის შვილები ისე სცემა, დაალურჯა, წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო" - რას წერს მარიამ კუკუნაშვილი მოძალადე ბიძაშვილზე, რომელიც საკრებულოს წევრია
სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს და მის ბი­ძაშ­ვილს ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. კუ­კუ­ნაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ გრე­მე­ლაშ­ვი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლებ­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობს, რის გა­მოც ერთ-ერ­თმა თა­ვის მოკ­ვლაც სცა­და.

ცნო­ბი­სათ­ვის, გრე­მე­ლაშ­ვი­ლი თე­ლა­ვის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რია.

"ხმას არ ვი­ღებ წლე­ბია დე­დის ხათ­რით, გამ­ზრდე­ლი ბი­ცო­ლის ხათ­რით, ბე­ბი­ის ხათ­რით, მაგ­რამ ამა­ზე გა­ჩუ­მე­ბა უკვე და­ნა­შა­უ­ლია! პრინ­ციპ­ში აქამ­დეც და­ნა­შა­უ­ლი იყო. მინ­და ყვე­ლა იც­ნობ­დეთ ჩემს ბი­ძაშ­ვილს მი­ხე­ილ გრე­მე­ლაშ­ვილს - მან 19 წლის შვი­ლე­ბი, გო­გო­ე­ბი ისე სცე­მა, რომ და­ა­ლურ­ჯა წყლის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მიწ­ვდის
გამო. და ეს, ცოლ-შვი­ლის ცემა, ძა­ლა­დო­ბა და ია­რა­ღით დევ­ნა და სრო­ლა, მისი მხრი­დან წლე­ბია უკვე გრძელ­დე­ბა.

უფ­როს გო­გოს, სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და, რომ­ლის წინ წე­რი­ლი და­წე­რა არ დამ­მარ­ხოთ, თეთრ ზე­წარ­ში გა­მახ­ვი­ეთ და ისე გა­და­მაგ­დეთ, ისეთ ჯო­ჯო­ხეთ­ში ვცხოვ­რობ მეტს არც ვიმ­სა­ხუ­რე­ბო. ფსი­ქო­ლო­გებ­თან ტა­რე­ბის შემ­დეგ ძლივს გა­მო­ვი­და ბავ­შვი დეპ­რე­სი­ი­დან. ბავ­შვე­ბი ამ­ჟა­მად, ამ წუ­თებ­ში პო­ლი­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და­კი­თხვა­ზე და ისე­თებს ყვე­ბი­ან მა­მა­ზე, გა­გიჟ­დე­ბით...
კა­ხე­თის "ოც­ნე­ბის" საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი მო­ძა­ლა­დე, ლა­ჩა­რი მი­ხე­ილ გრე­მე­ლაშ­ვი­ლი და­სა­ჭე­რია, ან ვინ მის­ცა ასეთ ზნე­და­ცე­მულ კაცს ია­რა­ღი?! ჩა­მო­არ­თვით მა­მო­ბის უფ­ლე­ბა, გა­ა­შუ­ქეთ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მაც, სა­ნამ შე­მო­აკ­ვდე­ბა ეს ულა­მა­ზე­სი ცოლ-შვი­ლი და ან­გე­ლო­ზი­ვით ბავ­შვე­ბი... მე წა­ვიყ­ვან ბავ­შვებს!!! ფურ­თხის ღირ­სა­დაც არ მი­მაჩ­ნი­ხარ მი­ხე­ილ გრე­მე­ლაშ­ვი­ლო... სე­სი­აშ­ვი­ლის პრო­ტეჟევ, სე­სი­აშ­ვილ­საც უნდა მივ­წე­რო საკ­რე­ბუ­ლო­ში შენ­ნა­ი­რებს რო­გორ აჩე­რე­ბენ" - წერს კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნია
საქონელი!!!
10:20 / 13-07-2020
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ყოჩაღ, რომ ამხილე. მასეთი პირუტყვი მოსკოვში სამმა ქალიშვილმა რომ მოკლა, თუ ჰქონდა გაგონილი?
02:10 / 09-07-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS