07 ივლისი, 2020
"შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია" - გიორგი შაქარაშვილის და ვახო ახვლედიანის მიერ ჩვენების შეცვლას ეხმაურება
გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვახო ახვლე­დი­ა­ნი ჩვე­ნე­ბას ცვლის. "ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახვლე­დი­ა­ნი, რო­მე­ლიც შა­ქა­რაშ­ვილ­თან ერ­თად თავ­დამ­სხმე­ლებს გა­ექ­ცა, ახალ ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ტკი­ცებს, რომ თავ­დამ­სხმე­ლე­ბის მი­ზა­ნი მათი ცემა და ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშწო­რე­ბა არ ყო­ფი­ლა. ვახო ახვლე­დი­ა­ნის ჩვე­ნე­ბა სრულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის საქ­მე­ში არ­სე­ბულ ფა­რულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­თან.

ახვლე­დი­ა­ნის მიერ ჩვე­ნე­ბის შეც­ვლას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე, გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის და, ანი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა:

"პირ­ველ რიგ­ში მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს ნა­გა­ვი ახვლე­დი­ა­ნი გიოს ძმა­კა­ცი არ ყო­ფი­ლა არას­დროს. ალ­ბათ ყვე­ლა კარ­გად და­აკ­ვირ­დით კად­რებ­ში, თუ რო­გორ ცდი­ლობს
გიო მის დაც­ვას და ეს ნა­ძი­რა­ლა კი, რო­მე­ლიც "და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად" არის ცნო­ბი­ლი პირ­ველ ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ტკი­ცებს, რომ გი­ნე­ბით მის­დევ­დნენ მა­საც და გი­ო­საც მკვლე­ლე­ბი, ხოლო ახლა ეს ლა­ჩა­რი ცვლის ჩვე­ნე­ბას და ამ­ტკი­ცებს, რომ თურ­მე სა­ცე­მად არ მის­დევ­დნენ. თუ მარ­თლა ასე იყო, რის­თვის იჯე­ქი ბუჩ­ქებ­ში კურ­დღე­ლი­ვით გა­ნა­ბუ­ლი. ბუჩ­ქებ­ში კი არა შენი ად­გი­ლი მკვლე­ლე­ბის გვერ­დით არის სა­კან­ში. შენ ცო­ცხლად მო­სი­ა­რუ­ლე ლეშს ჩემი მკვდა­რი ძმა ჯო­ბია", - წერს ანი შა­ქა­რაშ­ვი­ლი.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ახვლე­დი­ა­ნის ახა­ლი ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის შე­კი­თხვა­ზე და­ე­წე­ოდ­ნენ თუ არა მდევ­რე­ბი ("ტო­ი­ო­ტა ქამრში" მსხდო­მი მო­რაგ­ბე­ე­ბი) მათ და უნ­დო­დათ თუ არა მდევ­რებს მათ­თვის ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა ახვლე­დი­ა­ნი პა­სუ­ხობს, რომ არ ეთან­მხმე­ბა ამ მო­საზ­რე­ბას და მი­იჩ­ნევს, რომ მდევ­რებს არ სურ­დათ ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. ამას­თან, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ არ და­უ­რე­კა მან 112-ს მა­შინ, რო­დე­საც კონ­ფლიქ­ტი მძვინ­ვა­რებ­და, ახვლე­დი­ა­ნი პა­სუ­ხობს, რომ მას არც კი უფიქ­რია ამა­ზე, რად­გან "ამის თავი არ ჰქონ­და", ხოლო ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი და შა­ქა­რაშ­ვი­ლი იმი­ტომ არ მო­ძებ­ნა, რომ შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო და სურ­და, მალე გაც­ლო­და ტე­რი­ტო­რი­ას."

ვახო ახვლე­დი­ა­ნი მა­ნამ­დე გავ­რცე­ლე­ბულ ჩე­ნე­ბა­ში ყვე­ბა: "ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და და­ახ­ლო­ე­ბით, 5 ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რომ­ლებ­მაც ცემა და­უ­წყეს გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს და კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძეს, რის შემ­დე­გაც ერთ-ერთი გა­მო­იქ­ცა ჩემ­კენ, უკან გა­მოყ­ვნენ და­ნარ­ჩე­ნე­ბიც და რო­გორც კი მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან, პირ­ველ­მა, რო­მე­ლიც გა­მო­იქ­ცა ჩემ­სკენ და მო­ვი­და ჩემ­თან, და­მარ­ტყა ხელი სა­ხე­ში და მი­ვი­ღე და­ზი­ა­ნე­ბა ცხვი­რის მი­და­მო­ში და ვიგ­რძე­ნი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი, რის შემ­დე­გაც მე და­ვი­ნა­ხე, რომ სხვე­ბიც მო­დი­ოდ­ნენ ჩემ­სკენ ჩემ სა­ცე­მად, რის გა­მოც მე და ჩემ გვერ­დით მყო­ფი კი­დევ 3 ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მელ­თა­გა­ნაც ერთ-ერთი იყო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, გა­ვი­ქე­ცით უკან, ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, მცხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რამ­დე­ნი­მე მეტ­რი რომ გა­ვი­ქე­ცით, მდევ­რე­ბიც გა­ჩერ­დნენ, გატ­რი­ალ­დნენ უკან, ჩას­ხდნენ თა­ვი­ანთ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და წა­ვიდ­ნენ".
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ინგა ნინუა
აქ მიმალულო ვირთხებო და ვირთხების ხაზეინებო,ვინც ეს სათაურები შეარჩიეთ და დადეთ და ვინც იმ საწყალ გოგოს ეს სტატუსი ამ ფორმით სწორედ ასეთი კონტექსტისთვის დააწერინა-სხვისთვის ნიშნის მოგებისთვის გცალიათ? თქვენ რომ გჭირთ,ამაზე უარესი არაფერი არსებობს. მკვლელები და მკვლელების მფარველები ხართ და სხვა რა უნდა გისურვოთ ან დაგემართოთ. ნაძირალებო თქვენ. ასეთებად ქცევას საერთოდ არ დაბადებულიყავით,ის ჯობდა.თანდათან მიხვდებით,თუ ჯერ ვერ ხვდებით-აი,როცა სიკვდილს ინატრებთ და არ მოვა.
19:43 / 08-07-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS