26 ივნისი, 2020
საოცრად შეცვლილი და გალამაზებული სოფო ნიჟარაძე - მშობიარობის შემდეგ სამი ახალი ფოტო თავად მომღერალმა გამოაქვეყნა
სოფო ნიჟარაძის მშობიარობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში პანდემიაა და ქვეყანაშიც ბევრი მძიმე ფაქტი ხდება, ინტერესი მომღერლის გარშემო არ წყდება.

ნიჟარაძის ორსულობა მოულოდნელი აღმოჩნდა გულშემატკივრებისთვის, რადგან მანამდეც არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ სოფო ბავშვს ელოდებოდა.

თუმცა ამჯერად მშობიარობის შესახებ ამბავი სოფოს არ უარყვია და მისი უახლოესი მეგობრები გოგონას დაბადებისგან გამოწვეულ სიხარულს არც მალავენ.

ელის-მარია ამერიკაში დაიბადა, სადაც მომღერალმა ორსულობის ბოლო თვეები გაატარა და ბოლო ინფორმაციით სოფო ახლაც იქ იმყოფება დედასთან ერთად.

ხანგრძლივი
პაუზის შემდეგ სოფომ მშობიარობის შემდგომი სამი ახალი ფოტო გამოაქვეყნა ინსტაგრამზე, სადაც ჩანს, რომ წონაში საგრძნობლად აქვს დაკლებული და ძალიან ლამაზად გამოიყურება.

როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგაზრდა ქართველ დივას ძალიან მოუხდა ორსულობა და მშობიარობა.

Rating

Rating

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ.
მეორეც და მესამეც მიაყოლოს, უფრო გალამაზდება. იცით რატომ არ მოგვწონს? ახალგაზრდების მასწავლებელი და მაგალითის მიმცემი, ქართველი უნდა იყვეს. ეხლა იფხუკუნეთ ბევრი. ახალგაზრდობა ჯანმრთელ გარემოში, ჯანმრთელ მორალზე უნდა იზრდებოდეს. გაახილეთ თვალები, რა ხდება ირგვლივ, საით მიდის ერი. მაგრამ თქვენ, უმეტესობას, ეს არ გაღელვებთ.
11:27 / 29-06-2020
გამოხმაურება / 0 /
ლია
ერთ საიტზე ვიღაცამ დააბჟოტიალა, რომ სოფო ნიჟარაძის შვილის მამა გიგი ადამაშვილი არისო. )
08:08 / 29-06-2020
გამოხმაურება / 0 /
ალამარია
ოღონდ არა დივა. მღერის ჩვეულებეივად.
09:31 / 28-06-2020
გამოხმაურება / 0 /
tsiko
კაი ბატონო სახელი გავიგეთ, ღმერთმა გაუზარდოს პატარა ქალბატონი ჯანმრთელი და ბედნიერი, მგრამ გვარიც რომ გაგვიმხილოთ, არა?
18:47 / 27-06-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS