22 ივნისი, 2020
"ჯერ დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, არც ლაპარაკობს, თუმცა..." - ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაციისთვის ევროპაში გადაიყვანენ

 

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლის ანა ჯა­ბა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის კუ­თხით და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კაა, რაც მის მკურ­ნალ ექი­მებ­საც აი­მე­დებს. ამის შე­სა­ხებ ანა ჯა­ბა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სამ­კურ­ნა­ლოდ ევ­რო­პის ერთ-ერთ წამ­ყვან ნე­ი­რო-სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნენ.

"მარ­თა­ლია, ე.წ. რო­ბოტ­ზე დგას და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბა ყო­ველ დი­ლას, მაგ­რამ ესეც წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია ჩვენ­თვის. მისი გამ­ხდა­რი პი­რი­სა­ხეც ექი­მე­ბის მიერ გა­მიზ­ნუ­ლად და­ნიშ­ნუ­ლი კვე­ბის რა­ცი­ო­ნის შე­დე­გია - მის­თვის ზედ­მე­ტი წონა მავ­ნე­ბე­ლია ახლა. ჯერ და­მო­უ­კი­დებ­ლად სი­ა­რუ­ლი არ
შე­უძ­ლია. არც ლა­პა­რა­კობს. თუმ­ცა, მისი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ხა­რის­ხი­სა და რა­ო­დე­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სას­წა­უ­ლია, რომ სა­ერ­თოდ ცო­ცხა­ლია. თურ­ქეთ­ში მე­ნინ­გი­ტით გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ღრმა კო­მით გად­მო­იყ­ვა­ნეს.
არ ვიცი ნე­ბის­ყო­ფამ, ექი­მებ­მა, გან­გე­ბამ თუ ყვე­ლა­ფერ­მა ერ­თად იმუ­შა­ვა - გა­დარ­ჩა. მას შემ­დეგ მუდ­მივ ბრძო­ლა­ში ვართ და ყო­ველ მი­ზე­რულ გა­მარ­ჯვე­ბა­საც კი ბედ­ნი­ე­რე­ბი ვზე­ი­მობთ მე, გი­ორ­გი, ანი (გი­ორ­გის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე) და კონ­სტან­ტი­ნე. ან ვის გვაქვს უფ­ლე­ბა იო­ტი­სო­დე­ნა პე­სი­მიზ­მის გა­მოვ­ლე­ნი­სა, როცა ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად იგ­რძნო­ბა, რამ­ხე­ლა ძა­ლას აძ­ლევს ცოტ­ნეს ახ­ლობ­ლე­ბის რწმე­ნა და ოპ­ტი­მიზ­მი.

დღე­ვან­დე­ლი ჩემი პოს­ტის მი­ზა­ნიც, გარ­და ცოტ­ნეს გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა ნუ­გე­შის­ცე­მი­სა, არის სწო­რედ თქვე­ნი ის პო­ზი­ტი­უ­რი ენერ­გია, რო­მე­ლიც ასე სჭირ­დე­ბა ცოტ­ნეს და რო­მელ­საც, ის ახლა თქვენ­გან მი­ი­ღებს - სა­ღა­მო­ო­ბით მე მას თქვენს მიერ მო­წე­რილ უთ­ბი­ლეს მო­კი­თხვებს ვუ­კი­თხავ ხოლ­მე.

ვე­რა­ვინ გვე­უბ­ნე­ბა ზუსტ დრო­სა და პროგ­ნოზს, კი­დევ რამ­დე­ნი ხანი მოგ­ვი­წევს საბ­რძო­ლო ვი­თა­რე­ბა­ში ყოფ­ნა, მაგ­რამ არ­სე­ბუ­ლი და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა მის მკურ­ნალ ექი­მებ­საც აი­მე­დებს. სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში ევ­რო­პის ერ­თერთ წამ­ყვან ნე­ი­რო-სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში გა­და­ვალთ. სა­ჰა­ე­რო გზე­ბი გა­იხ­სნა და ამა­ზე უკვე ზრუ­ნავს ხალ­ხი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ცოტ­ნეს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში ჩვენს გვერ­დი­თაა. ბრძო­ლას ვაგ­რძე­ლებთ. იმე­დი­ა­ნად ყოფ­ნა­საც" - წერს ჯა­ბა­უ­რი.


 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
nanuka
იმედია მალე გამოჯანმრთელდება და იქნება მშვიდად და წყნარად თავის ოჯახში. ეჰ ნეტა კონსტანტინე უშვილო დარჩენილიყო
13:32 / 24-06-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS