19 ივნისი, 2020
"უმძიმესია ეტაპია... პერიოდულად ყურები მაქვს ჩამოყრილი, მაგრამ არასოდეს ვფიქრობ, რომ მოვკვდები" - ხათუნა ჟორდანია მძიმე სენსა და ოჯახზე
რამ­დე­ნი­მე თვის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია მძი­მე სენს ებ­რძვის. დი­აგ­ნო­ზი მარ­ჯვე­ნა ფილ­ტვის სიმ­სივ­ნეა. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­სა­ხებ ოჯახ­მა სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­ი­გო, რო­დე­საც ძლი­ე­რი ხვე­ლის შემ­დეგ ექიმს მი­მარ­თეს.

ხა­თუ­ნა თვე­ე­ბია ის­რა­ელ­ში მკურ­ნა­ლობ­და. ამ­ჟა­მად ის სა­ქარ­თვე­ლო­შია და მისი ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად გა­და­ცე­მა "პრო­ფილ­ში" ისა­უბ­რა. მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე მკურ­ნა­ლო­ბის პირ­ვე­ლი კურ­სი და­ას­რუ­ლა და შე­დე­გიც კარ­გი აქვს.

"შარ­შან, ზა­ფხულ­ში ძა­ლი­ან მახ­ვე­ლებ­და, თან ისე ვიხ­რჩო­ბო­დი... დიდ­ხანს ვით­მენ­დი, რად­გან არ მიყ­ვარს ექი­მებ­ში სი­ა­რუ­ლი. გა­უ­საძ­ლი­სი რომ გახ­და ეს
ყვე­ლა­ფე­რი, ნი­ნიმ მან­ქა­ნა­ში ჩა­მის­ვა და მო­ტყუ­ე­ბით წა­მიყ­ვა­ნა ექიმ­თან. გა­და­მი­ღეს ფილ­ტვებ­ზე და მი­თხრეს, რომ რა­ღაც არ მოს­წონ­დათ. და­მი­ბა­რეს მე­ო­რე დღეს, "კა­ტეს" გა­სა­კე­თებ­ლად.

ექიმ­თან წას­ვლას არ ვა­პი­რებ­დი. ნი­ნი­სი შე­მე­შინ­და და ამი­ტომ მარ­ტო წა­ვე­დი. ექიმ­მა მი­თხრა, ქალ­ბა­ტო­ნო ხა­თუ­ნა, რა­ღაც არ მომ­წონს და ბი­ოფ­სია უნდა გა­ი­კე­თო­თო. ბი­ოფ­სი­ის გა­გო­ნე­ბა­ზე მივ­ხვდი, რომ კარ­გი არა­ფე­რი მჭირს. მა­შინ­ვე და­ვუ­რე­კე ტი­რი­ლით ნი­ნის, და­ვი­ღუ­პე რა­ღაც არ მოს­წონთთ­ქო... ზუს­ტად 5 წუ­ტში, ნინი ჩემი ძმა და თით­ქმის მთე­ლი თბი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩემს და­სამ­შვი­დებ­ლად მო­ვი­და. იქვე გა­და­წყდა, რომ ბი­ოფ­სია სა­ზღვარ­გა­რეთ გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

იხილეთ სრულად


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გამოჯანმრტელებას გისურვებტ
გფარავდეს უფალი
23:08 / 23-06-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS