18 ივნისი, 2020
ლელა წურწუმია: "უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. წარმოდგენა არ მაქვს როგორ გადავიხდი კრედიტს..."
"უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სხვების მსგავსად მეც ბანკის მევალე ვარ და წარმოდგენა არ მაქვს როგორ გადავიხდი კრედიტს სამსახურის გარეშე დარჩენილი..." - ამის შესახებ ლელა წურწუმიამ თათა სადრაძისა და გიგა კობალაძის გადაცემაში "ავტორის ხმა" ისაუბრა.

მომღერალი გადაცემას პროდიუსერ მეუღლესთან ერთად სტუმრობდა. წყვილმა წამყვანებთან ერთად კორონავირუსის ნეგატიურ გავლენაზე ისაუბრეს, რომელიც სხვა სფეროებთან ერთად შოუბიზნეს განსაკუთრებულად შეეხო.

"ჩვენ არც მანამდე გვქონდა მაღალი შემოსავალი, ახლა კი, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სხვების მსგავსად მეც ბანკის მევალე ვარ და წარმოდგენა არ მაქვს როგორ
გადავიხდი კრედიტს სამსახურის გარეშე დარჩენილი. სამწუხაროდ, პანდემია ფსიქოლოგიურადაც მძიმე გადასატანი აღმოჩნდა, რადგან ბევრს ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნა. რა თქმა უნდა, გარკვეული შეზღუდვები აუცილებელია, მაგრამ ყველასთვის თანასწორად, რადგან ზოგჯერ ის, რაც ერთისთვის აკრძალულია, მეორისთვის სრულიად დასაშვებია.

მართალია, გარეგნულად შოუბიზნესი ყოველთვის ბრწყინავს, მაგრამ მოსაზრება თითქოს ჩვენ პრობლემები არ გვაქვს – მცდარია. მთელი კულტურის სფერო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ჩვენ არ მივეკუთნებით მათ რიცხვს, ვინც სახელმწიფო ბიუჯეტით სარგებლობს, ამიტომ დამოუკიდებლად გვიწევს საკუთარ თავზე ზრუნვა, ამ მდგომარეობაში კი, არსებობის ყველა საშუალება შეზღუდული გვაქვს. თუმცა, სახელმწიფოსგან არა ფინანსურ დახმარებას, არამედ რეგულაციების გადახედვას და მოწესრიგებას მოვითხოვთ, რათა ისევ თვითონ შევძლოთ საკუთარი თავის უზრუნველყოფა,"-განაცხადა ლელა წურწუმიამ.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
Mainc rom icode
Aba mamulicha ambasadorshi rom qeifobda gushin? Tu dapatijes?
16:48 / 21-06-2020
გამოხმაურება / 0 /
ნინ
კარგით რა.... ნეტა თქვენი "პრობლემები" მისცა მოსახლეობის 90%-ს.
14:00 / 21-06-2020
გამოხმაურება / 0 /
ჯონი
ლელა იზრაელში დარეკე გასესხებენ პარტნიორები
10:45 / 21-06-2020
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ანგარიში გავვხსნათ ლელას დასახმარებლად! ვისაც რა გვაქვს დავეხმაროთ თორემ ცოდოა. აბა ჩამოვდივარ ლარს. თქვენ?
19:37 / 20-06-2020
გამოხმაურება / 0 /
სასოწარკვეთილი
ტურიზმშით ვინც ვარსებობდით, სრულიად ისე დავრჩით, შემოსავლის გარეშე.რა იქნება მომავალში?? თვითმკვლელობამდეა ხალხი მისული:(
16:07 / 20-06-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS