"გადავავლე 300 კომენტარს თვალი და არ მჯერა ამხელა ბოროტების, შურის, ღვარძლის... 10 წლის ბავშვს პოლიტიკაზე ედავებიან კომენტარებში, წყევლიან და წერენ, რომ არაფერი შეერგება... რადგან ედუარდ შევარდნაძეა... (ოღონდ ედუა და 10 წლის
ვისთვის კარგია ბატონი ედუარდი, ვისთვის ცუდი.... ვისაც ობიექტური ხედვა აქვს მისი პოლიტიკური კარიერის მიმართ, ვისაც სუბიექტური.. ვის წინაპარსაც მეოთხედი არ გაუკეთებია არც სამშობლოსთვის და არც ოჯახისთვის და ისე მარტივად განიკითხავს მსოფლიო პიროვნებას... ყველას სრული მორალური უფლება აქვს პატივს სცემდეს თუ არა საქართველოს მეორე პრეზიდენტს... ყველაფერს ეშველება, მაგრამ იმ კატასტროფას რასაც ბავშვის მიმართ განუკითხაობა ქვია, იმ საშინელი კომენტარების ავტორების ბინძურ სულს ვინც ბავშვს აქ წყევლის და ლანძღავს, მათ არაფერი ეშველებათ... გულით მეცოდებიან და გულით მინდა მიეტევოთ, ჩემი 10 წლის შვილის აცრემლებული თვალები, რომელიც ამ კომენტარებს კითხულობს....
ყველას შვილს ნათელი და ბედნიერი მომავალი", - წერს პიანისტი.
ცნობისთვის, პიანისტის პირველი ქმარი ექსპრეზიდენტ შევარდნაძის შვილიშვილი - ლაშა გახლდათ, რომლისგანაც მას ორი ვაჟი ჰყავს. 2013 წლის ივნისში თათიამ ამერიკაში ბიზნესმენ სანდრო შელიაზე იქორწინა. ბიზნესმენთან პიანისტს ერთი საერთო შვილი ჰყავს.