13 ივნისი, 2020
"10 წლის ბავშვს წყევლიან და წერენ, რომ არაფერი შეერგება, რადგან ედუარდ შევარდნაძეა" - თათია შარანგია შვილის კრიტიკას პასუხობს
შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბის ყო­ფი­ლი რძა­ლი, პი­ა­ნის­ტი თა­თია შა­რან­გია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ვა­ჟის მი­სა­მარ­თით კრი­ტი­კას და შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კო­მენ­ტა­რებს ეხ­მა­უ­რე­ბა. 10 წლის ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე, დე­დას­თან ერ­თად, მაია ასა­თი­ა­ნის გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და, კრი­ტი­კუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი სწო­რედ ამ ეთერს მოჰ­ყვა.

"გა­და­ვავ­ლე 300 კო­მენ­ტარს თვა­ლი და არ მჯე­რა ამ­ხე­ლა ბო­რო­ტე­ბის, შუ­რის, ღვარ­ძლის... 10 წლის ბავ­შვს პო­ლი­ტი­კა­ზე ედა­ვე­ბი­ან კო­მენ­ტა­რებ­ში, წყევ­ლი­ან და წე­რენ, რომ არა­ფე­რი შე­ერ­გე­ბა... რად­გან ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეა... (ოღონდ ედუა და 10 წლის
არის).... არის მე­ო­რე კა­ტე­გო­რია, ვის­შიც ში­ნა­გა­ნად მშო­ბე­ლი ცხოვ­რობს და რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც არ უნდა ქონ­დეს ჩემი შვი­ლე­ბის დიდი ბა­ბუ­ის მი­მართ, ხვდე­ბი­ან რომ ბავ­შვია, საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვი, რო­გორც ყვე­ლას შვი­ლი და ამ უზ­ნე­ო­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ - მად­ლო­ბა მათ...
ვის­თვის კარ­გია ბა­ტო­ნი ედუ­არ­დი, ვის­თვის ცუდი.... ვი­საც ობი­ექ­ტუ­რი ხედ­ვა აქვს მისი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის მი­მართ, ვი­საც სუ­ბი­ექ­ტუ­რი.. ვის წი­ნა­პარ­საც მე­ო­თხე­დი არ გა­უ­კე­თე­ბია არც სამ­შობ­ლოს­თვის და არც ოჯა­ხის­თვის და ისე მარ­ტი­ვად გა­ნი­კი­თხავს მსოფ­ლიო პი­როვ­ნე­ბას... ყვე­ლას სრუ­ლი მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა აქვს პა­ტივს სცემ­დეს თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე პრე­ზი­დენტს... ყვე­ლა­ფერს ეშ­ვე­ლე­ბა, მაგ­რამ იმ კა­ტას­ტრო­ფას რა­საც ბავ­შვის მი­მართ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა ქვია, იმ სა­ში­ნე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რე­ბის ბინ­ძურ სულს ვინც ბავ­შვს აქ წყევ­ლის და ლან­ძღავს, მათ არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბათ... გუ­ლით მე­ცო­დე­ბი­ან და გუ­ლით მინ­და მი­ე­ტე­ვოთ, ჩემი 10 წლის შვი­ლის აც­რემ­ლე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი, რო­მე­ლიც ამ კო­მენ­ტა­რებს კი­თხუ­ლობს....

ყვე­ლას შვილს ნა­თე­ლი და ბედ­ნი­ე­რი მო­მა­ვა­ლი", - წერს პი­ა­ნის­ტი.

ცნო­ბის­თვის, პი­ა­ნის­ტის პირ­ვე­ლი ქმა­რი ექ­სპრე­ზი­დენტ შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი - ლაშა გახ­ლდათ, რომ­ლის­გა­ნაც მას ორი ვაჟი ჰყავს. 2013 წლის ივ­ნის­ში თა­თი­ამ ამე­რი­კა­ში ბიზ­ნეს­მენ სან­დრო შე­ლი­ა­ზე იქორ­წი­ნა. ბიზ­ნეს­მენ­თან პი­ა­ნისტს ერთი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავს.




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ტოტო
ედუარდი რამ დაგარქმევინათ,ამიტომაც აქვთ ცუდი რეაქცია.ბავშვს კი არ ლანძღავენ,სახელს ლანძღავენ,თუმცა თქვენთვის ძნელი გასაგებია,მამათში გაქვთ ფესვები.
19:52 / 15-06-2020
გამოხმაურება / 0 /
vasco balboa
ბავშვს არაფერი დაუშავებია ........ მაგრამ ეს ამბავი ერთ ანდაზას მაგონებს : ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჭრა კბილიო:(((((
18:45 / 15-06-2020
გამოხმაურება / 0 /
ჟანა დარკი.
საქარტველოს როგორ იკადრებენ მით უმეტესს ქართულ სახელს. საქართველოდან მოპარული ფული უყვართ
01:27 / 14-06-2020
გამოხმაურება / 0 /
გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ.
ბაბუამისი უნდა მოსწრებოდა ამ ამბავს. მართალია ბავშვი რა შუაშია, ეს ცოდვები ედუს აწევს მხრებზე. მაგრამ დრო, რომ გავა, შვილიშვილმა ზოგიერთებივით არ დაიწყოს, ბაბუაჩემი ანგელოზი იყო, ბევრი ფული დამიტოვა და ხალხი რისთვის აგინებსო. მზგავსი, "ნე ვიჟუ" შემთხვევები, ძალიან ბევრია. განსაკუთრებით, რეპრესიების პერიოდზე. ჩემი მამიდა ბოზ..., არავის უთქვამს.
01:23 / 14-06-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS