15 აპრილი, 2014
ვინ არის სალი-სალომკა - გოგონა, რომელმაც გიორგი მარგველაშვილს შუა თითი უჩვენა
ის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი არ არის და არც არასდროს ვაღიარებთ ამას, ჩვენ უმრავლესობა სალი მახარაშვილი "ნაციონალური მოძრაობის'' აქტიური მხარდამჭერია და სოციალურ ქსელში მისი სტატუსები ახალი მთავრობის მისამართით ყოველთვის რადიკალურობით გამოირჩევა. სალი ახალგაზრდული გაერთიანება "თავისუფალი ზონის'' წევრია და "ქართული ოცნების'' წინააღმდეგ გამართულ აქციებში ყოველთვის მონაწილეობს.

13 აპრილს კოალიციამ "ეროვნული პლატფორმა" ევროპის მოედანზე აქცია-კონცერტი - "მე ვირჩევ ევროპას" გამართა. სადაც არაერთი ცნობილმა მუსიკოსი და ბენდი მონაწილეობდა. აქცია-კონცერტს მთავრობის და ოპოზიციის ლიდერებიც დაესწრნენ. ერთ-ერთი გამომსვლელი კი ქვეყნის პრეზიდენტი,
გიორგი მარგველაშვილიც გახლდათ, რომლის სიტყვით გამოსვლისას ტელეკამერებმა ხალხში მის მიმართ ნაჩვენები უხამსი ჟესტი დააფიქსირეს.

Rating

კადრზე მხოლოდ ხელი ჩანდა, მის უკან კი პოლიტიკოსი გიგა ბოკერია იდგა. სალი მეგობრებმა და თანამოაზრეებმა სამაჯურით იცნეს, მოგვიანებით კი მახარაშვილმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნე:

"შუა თითი დავანახე მე მარგველაშვილს და ამას კიდე გავაკეთებ თუ იქ მოვა სადაც მე და ჩემი ღირსეული ხალხი ვიდგებით. ჩვენს გვერდით უღირსების ადგილი არ იქნება არასდროს. ეს იმიტომ არ გავაკეთე რომ ტელევიზიებს გაეშუქებინა იმიტომ გავაკეთე, რომ გული მერევა მინდა ვიყო პრეზიდენტზე.

ის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი არ არის და არც არასდროს ვაღიარებთ ამას, ჩვენ უმრავლესობა... ვისაც არ მოგეწონათ ცივი წყალი დალიეთ... გაუმარჯოს ერთადერთ და ძლიერ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს'' - წერს სალომე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 56 /
დადუ
აი თაობააა..ამათ უნდა გააბრწყინონ საქართველოო??? ვაი რომ ეს არასოდეს მოხდება ასეათი ხალხის შემყურე ..ქართველებს მგონი მართლა არაფერი გვეშველება.. სამწუხაროა...
11:28 / 16-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ამის
ამის სალი დედა ვატირე, მეტის ღირსნი ვართ, ზოგადად.
11:20 / 16-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
ამ ხალხის ფანატიკოსობას საზღვარი აღარ აქვს!!!!
10:56 / 16-04-2014
გამოხმაურება / 0 /
დიმა
ეს რა კარგი სახელი მოუგონა მარგველაშვილს :)) მინდა ვიყო პრეზიდენტი :)) არა შემოულაწუნე ჯობია, ასეთი მასხარა და ფასადური პრეზიდენტი არასოდეს ეყოლება საქართველოს (იმედია)
10:47 / 16-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიზი
ჩვენ უმრავლესობაოო, ამას სულ გაურეკიაა
10:29 / 16-04-2014
გამოხმაურება / 0 /
li
ღირსეული რომ ხარ და ღისეული გარემოცვა გყავს შენი მოქმედებიდანაც ჩანს. სხვას ვერაფერს იტყვის კაცი.
09:32 / 16-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიანცო
მებრალები შვილო.
07:48 / 16-04-2014
გამოხმაურება / 0 /
გოჩა
მგელი, შენ შემოგივიდეს სახლში მანჩო გიორგობიანი! სალო არის პატრიოტი, გულწრფელი და ალალი პიროვნება, გესმით, თქვე ივანაშვილის მლოკველებო?
06:46 / 16-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ნეჟნა
მე პირველად ბიჭი მეგონა...
01:54 / 16-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მიშისტობა განუკურნებელი სენია :(
01:20 / 16-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS