12 ივნისი, 2020
„ქორ­წი­ნე­ბა რომ გა­უქ­მდეს, თან მიჰ­ყვე­ბა მი­ლი­ო­ნი მან­კი­ე­რე­ბა“ - ნათია ფანჯიკიძე ახალი ინიციატივით გამოდის
ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მოთ­ქვამს მო­საზ­რე­ბას ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და წყვი­ლე­ბის და­ო­ჯა­ხე­ბის უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე სა­უბ­რობს. მისი თქმით, სიყ­ვა­რუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლია, ქორ­წი­ნე­ბა კი - უამ­რა­ვი მან­კი­ე­რე­ბის წყა­რო.

"ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, არა­ვის ქორ­წი­ნე­ბას არ თა­ნა­ვუგ­რძნობ. თუ ქო­ნებ­რი­ვი სა­კი­თხია, და­ქორ­წი­ნე­ბის ნაც­ვლად, ადე­ქი და გინ­და შპს შექ­მე­ნი, გინ­და კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბა და თა­ვი­დან­ვე გა­ი­ნა­წი­ლე "დოვ­ლა­თი", მოკ­ლედ რა­ნა­ი­რი ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც გინ­და შენი სა­ში­ნაო მე­ურ­ნე­ო­ბის­თვის.

ქორ­წი­ნე­ბა რომ გა­უქ­მდეს, თან მიჰ­ყვე­ბა მი­ლი­ო­ნი მან­კი­ე­რე­ბა - ათას­ნა­ი­რი ფორ­მის ან­გა­რე­ბით
და­წყე­ბუ­ლი, ნე­პო­ტიზ­მის მას­შტა­ბით შემ­ცი­რე­ბუ­ლი, ფე­მი­ციდ-ჰო­მი­ცი­დი, ყვე­ლა­ცი­დიც და ზე­მო­დან კი­დევ აშორ­დე­ბა ყვე­ლას სახ­ლის კა­ტად ქცე­ვა, თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მა­ძი­ე­ბე­ლი სუ­ლის ჩაკ­ვდო­მა, მოკ­რუ­ხე­ბა და ღი­პის და­დე­ბა.

გა­უქ­მდე­ბა გუ­ლის­ტკე­ნე­ბი და გუ­ლის­წას­ვლე­ბი, - მი­ღა­ლა­ტეს კი­ვი­ლი და თმე­ბის წეწ­ვა. არა­ვინ არა­ვის არ ღა­ლა­ტობს, უბ­რა­ლოდ არა­ვინ არა­ვის პლუ­შის სა­თა­მა­შო და კო­მო­დი არ არის. სა­ჭი­რო რომ ყო­ფი­ლი­ყო, თა­ვი­დან­ვე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს გაგ­ვა­ჩენ­და ღმერ­თი. ხომ ვეგ­დეთ პლა­ცენ­ტა­ში მარ­ტო­ე­ბი და ხომ ჩაგ­ვაგ­დე­ბენ საფ­ლავ­ში მარ­ტო­ებს, ხოდა "დას­ტო­ი­ნად" რა...

მო­ვინ­დო­მეთ შერ­წყმა და გა­და­ზელ­ვა ერ­თმა­ნე­თის კუთ­ვნილ ერ­თა­დერთ სა­ცო­დავ სი­ცო­ცხლე­ებ­ში. სიყ­ვა­რულს მხო­ლოდ მო­უხ­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მთა­ვა­რია შვი­ლე­ბის სრულ­წლო­ვა­ნე­ბამ­დე არ­სე­ბობ­დეს იუ­რი­დი­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა, ვინ რა მო­ვა­ლე­ო­ბას აი­ღებს თა­ვის თავ­ზე. არა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი ერ­თად ყოფ­ნის სურ­ვილს არ სჭირ­დე­ბა და ვემ­ხრო­ბი ინი­ცი­ა­ტი­ვას, სა­ერ­თოდ გა­უქ­მდეს ქორ­წი­ნე­ბა.

ხო, სა­ხა­რე­ბი­და­ნაც გა­იხ­სე­ნეთ ქრის­ტეს იგა­ვი, ფა­რი­სევ­ლე­ბი რომ შე­უჩ­ნდე­ბი­ან, ქალი, რო­მე­ლიც რიგ­რი­გო­ბით იყო 7 ძმის ცოლი და შვი­ლი არ­ცერ­თთან ჰყო­ლია, "იქ" ვისი ცოლი იქ­ნე­ბაო. ქრის­ტე პა­სუ­ხობს, - იქ ქორ­წი­ნე­ბა არ არის. მთლი­ა­ნი იქ­ნე­ბი "იქ" და ბა­რემ აქვე იყა­ვი მთლი­ა­ნი და თუ გინ­და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ა­ტა­რე შენ­სა­ვით მთლი­ან­თან" - წერს ფსი­ქო­ლო­გი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
თამუნა
ეს ხალხი რომ ადამიანობას დაუბრუნდეს, რეგულაციები კი არ უნდა მოვხსნათ , უნდა გაეზაროთ, ხომ იცით (თქვენ მაინც იცით), რომ ამ ხალხის ფსიქოლოგიური წონასწორობის ნიშნული კარგა ხანია გასცდა ასამიანიბრივს, კიდევ ეს უნდათ? თქვენ რაღა დაგემართათ ? - ასეთი პოსტებით რომ არ ამოწმოთ ფსიქიკის მდგომარეობა, თქვენი ყოველდღიური პრაქტიკიდან არ იცით რაც ხდება?.
11:19 / 14-06-2020
გამოხმაურება / 0 /
ქალბატონო ფსიქოლოგო
აბა,ჯვრისწერა???
21:30 / 12-06-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS