Galaxy A სერია Samsung-ისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი სმარტფონების ხაზი იყო, ვინაიდან ის სრულიად მორგებულია საშუალო კლასის მომხმარებელზე და მათ სთავაზობს ფლაგმანური ტიპის დიზაინსა და შესანიშნავ მახასიათებლებს მისაღებ ფასებში. ამიტომაც A სერია ბიუჯეტურ სმარტფონებში უკვე წლებია ნამდვილი ლიდერის სტატუსით სარგებლობს. 2020 წელს Samsung-მა A სერიის უკვე განახლებული ხაზი წარმოუდგინა თავის მომხმარებელს.
სერიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი Galaxy A41-ია. ის წარმოდგენილია 6.1"-იანი Super AMOLED (რეზოლუცია:1080x2400) უსაზღვრო U-ტიპის ეკრანით, ხოლო პიქსელების სიმჭიდროვე 431 ppi-ია. ეკრანს შესანიშნავი დეტალიზაციით და Samsung-ისთვის დამახასიათებელი მკვეთრი ფერებით
Galaxy A31 კიდევ ერთი საინტერესო მოდელია ჩვენთვის ნაცნობი ხაზიდან. მას 6.4’’_იანი უზარმაზარი Super AMOLED ეკრანი (რეზოლუცია:1080x2400) აქვს 411-ppi-ით. ეკრანი საკმაოდ ნათელია და მზის შუქზეც კარგი ფერთა აღქმა აქვს, გვთავაზობს შესანიშნავ ფერებს. აქვე აღსანიშნავია, რომ როდესაც გაქვს დიდი ეკრანი, ნამდვილად გჭირდება დიდი ზომის ელემენტი. Samsung Galaxy A31 წარმოდგენილია გიგანტური, 5000 mAh ელემენტით და სწრაფი დამუხტვის ფუნქციით. Galaxy A41-ისგან განსხვავებით, აქ გვხვდება 4 მთავარი კამერა. ორივე სმარტფონის კამერები იდენტურია გარდა 5 მეგაპიქსელიანი მაკრო-კამერისა, რომელიც კარგია ობიექტების ძალიან ახლოდან გადაღებისათვის (მაგალითად ყვავილები). სმარტფონს აქვს 4 GB ოპერატიული მეხსიერება და 64 ან 128 GB შიდა მეხსიერება, რომლის გაზრდაც 512 GB-მდე შეგიძლიათ.
ძალიან საინტერესო მოდელია Samsung Galaxy A21s. იგი წარმოდგენილია 6.5’’-იანი LCD უსაზღვრო O ტიპის ეკრანით (რეზოლუცია: HD+). მისი ეკრანის ფერები მაღალი სიმკვეთრით არ გამოირჩევა, მაგრამ ის გვთავაზობს უფრო გამჯდარ თხევადკრისტალური ეკრანისთვის დამახასიათებელ ფერებს, რაც ზოგი მომხმარებლისთვის უფრო მისაღებიც არის. სმარტფონის შეძენა შესაძლებელია ორ ვარიანტში: 3 GB ოპერატიული და 32 GB შიდა მეხსიერებით და რეგულარული 4/64-ზე. სმარტფონი წარმოდგენილია 4 მთავარი კამერით. Galaxy A41-სგან განსხვავებით, აქაც დამატებულია 2 MP მაკროკამერა, რომელიც, როგორც აღვნიშნე ძალიან ახლო ობიექტების გადასაღებად გამოდგება. Galaxy A31-ის მსგავსად A21-საც აქვს გიგანტური 5000mAh აკუმულატორი და რა თქმა უნდა, სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა.
როგორც ხედავთ, ჩვენ გვაქვს ბიუჯეტური კლასის 3 სმარტფონი, სამივე მოდელი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია, რაც მომხმარებლის სურვილების მრავალფეროვნებით არის გამოწვეული. ახალი A სერიის ხაზი მომხარებელს დიდ არჩევანს აძლევს. რაც მთავარია ფლაგმანური ტიპის დიზაინით და დაბალი ფასით, რომლის დაწუნება ძალიან რთულია.
აქვე გვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სმარტფონის შეძენამდე აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ ყიდულობთ სამსუნგის პროდუქციას ოფიციალური ჰოლოგრამით, მხოლოდ Samsung-ის პარტნიორ მაღაზიებში. ჰოლოგრამიან სმარტფონს უამრავი უპირატესობა აქვს, მას გააჩნია ოფიციალური გარანტია და ავტორიზირებული სერვის ცენტრის მომსახურება, ასევე ის სრულიად ადაპტირებულია საქართველოს ბაზრისთვის და თავიდან აგარიდებთ უამრავ პრობლემას. ასე რომ, Samsung-ი მოგიწოდებთ შეიძინოთ სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით.
დაიმახსოვრე, ჰოლოგრამა გიცავს!
(R)