09 ივნისი, 2020
„იმ ქალმა ჩემი ოჯახი დაანგრია და გიორგი ყველგან აჩვენებს მას“ - ლოლამ გიორგი წერეთელის ღალატს ფარდა ახადა

 

 

ია ფარულავას გადაცემაში "ფარული კონვერტი" ლოლა წერეთელი ჰყავდა მიწვეული. მოგეხსენებათ ლოლას და გიორგის პოპულარული წყვილი დაიშალა. იას მცდელობას ლოლა დაშორების მიზეზებზე ესაუბრა ფუჭად ჩაიარა, თუმცა იამ მოულოდნელად სტუდიაში ლოლას ბავშვობის მეგობარი იზოლდა მოიწვია, რომელმაც სკანდალური დეტალები გაახმაურა.

იზოლდა:

ძალიან მოსიყვარულე ცოლი იყო ლოლა. სიგიჟემდე უყვარდა ეს კაცი. მაგათ ოჯახში რომ შევდიოდი ისეთი ჰარმონია იყო, რომ ყველა პრობლემა მავიწყდებდოა. ასე არ უნდა დამთავრებულიყო.

გიორგი ახალგაზრდა ბიჭი იყო, ცოტა მორიდებული, ლოლა ეუბნებოდა, ოჯახში კაცი უნდა იყოს მთავარი,
მამაჩემი ასეთი იყოო. ამიტომ მართვის სადავეები თავიდანვე გიორგის გადასცა,

ვერ ვიტყვი, რომ გიორგი ცუდი ქმარი იყო, სიყვარულს, ურთიერთგაგებას და სითბოს ვხედავდი. სახლში ხმამამღლა არ უსაუბრიათ.

თავიდან ასაკობრივი სხვაობა ჩემზე ძალიან მოქმედებდა, მაგრამ მე ვხედავდი სიყვარულს, გიორგის ძალიან უყვარდა ლოლა.

პრობლემები ორი წლის წინ დაიწყო, ხასიათი შეეცვალა. სახლში აღარ რჩებოდა, სულ რესტორანში იყო, დილას გადიოდა და საღამოს მოვიდოდა.

მერე ჭორები გაჩნდა რომ ახალგაზრდა ქალი გამოჩნდა. ლოლაზე ამბობდნენ ნევროზი აქვსო და იგონებსო, დასასვენებლადაც კი ვიყავით ბათუმში, რომ ლოლა ვითომ დაწყნარებულიყო. ის ქალი რესტორნის მენეჯერი იყო, ყველამ იცის, რომ მაგან ძალიან ბევრი დააშავა." - ამბობს იზოლდა.

გადაცემაში ლოლამ აღიარა რომ გიორგი აღარ უყვარს... ასევე გამორიცხა შერიგება. "იმ ქალმა ჩემი ოჯახი დაანგრია და გიორგი ყველგან აჩვენებს მას" - ლამბობს ლოლა.

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
@
ასეა, ბატონო, ასაკობრივი სხვაობა კი არა, თანატოლები რომ არიან ქალი და მამაკაცი, ეს არ ამართლებს, ქალები, სამწუხაროდ, ადრე ბერდებიან, ამ ოხერ კაცებს კიდევ ახალგაზრდებისაკენ მიუწევთ გული.
14:43 / 09-06-2020
გამოხმაურება / 2 /
@ს
პირიქით: კაცები, სამწუხაროდ, ადრე ბერდებიან, ამ ოხერ ქალებს კიდევ ახალგაზრდებისაკენ მიუწევთ გული.
01:25 / 10-06-2020
ტასო
კაცები ბერდებიან და მერე მარაზმში ვარდებიან
13:37 / 11-06-2020
TOPS