08 ივნისი, 2020
"არასოდეს არავის აწუხებდა..." - ულამაზესი ქართველი მოდელი მალე ბებია გახდება
ანა შე­ლი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს, ის "ეტა­მის" რჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლია. ანა მო­რაგ­ბე ლაშა ლო­მი­ძე­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. წყვილ­მა ქორ­წი­ლი 2018 წლის ივ­ნის­ში გა­და­ი­ხა­და. 

ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ანა ორ­სუ­ლად არის. მო­დელ­მა ფოტო "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც ყო­ველ­თვის ფეხ­მძი­მე ანაც შე­უ­და­რე­ბე­ლია და ფორ­მას კვლავ ინარ­ჩუ­ნებს.

ანა შე­ლი­ას დედა წარ­სულ­ში ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი ლიკა კვა­რა­ცხე­ლი­აა, გო­გო­ნას მამა კი ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი მურ­თაზ შე­ლია.

Rating

დღეს მშვენიერი ანა იუბილარი გახლდათ. ულამაზესმა დედამ სოციალურ ქსელში ორსულ შვილს დაბადების დღე მიულოცა:

„პირველად დედა ანამ
გამხადა. საოცარი, ლოყებგაბერილი, წყნარი და მშვიდი ბავშვიკო იყო.

არასოდეს არავის არ აწუხებდა, თავისთვის ბუჯგურობდა რაღაცეებს და ახლაც ასეთია, კეთილი, მშვიდი, ერთგული, ლამაზი და ზრდილობიანი.

ახლა ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზეა, თვითონ ემზადება დედობისთვის და უკვე ვიცი როგორი დედა იქნება. ანა, გილოცავ დაბადების დღეს და წარმატებები შენ და ლაშას ყველაფერში“ - წერს ლიკა კვარაცხელია.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS