ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ანა ორსულად არის. მოდელმა ფოტო "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა. როგორც ყოველთვის ფეხმძიმე ანაც შეუდარებელია და ფორმას კვლავ ინარჩუნებს.
ანა შელიას დედა წარსულში ცნობილი მოდელი ლიკა კვარაცხელიაა, გოგონას მამა კი ვეტერანი ფეხბურთელი მურთაზ შელია.
დღეს მშვენიერი ანა იუბილარი გახლდათ. ულამაზესმა დედამ სოციალურ ქსელში ორსულ შვილს დაბადების დღე მიულოცა:
„პირველად დედა ანამ
არასოდეს არავის არ აწუხებდა, თავისთვის ბუჯგურობდა რაღაცეებს და ახლაც ასეთია, კეთილი, მშვიდი, ერთგული, ლამაზი და ზრდილობიანი.
ახლა ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზეა, თვითონ ემზადება დედობისთვის და უკვე ვიცი როგორი დედა იქნება. ანა, გილოცავ დაბადების დღეს და წარმატებები შენ და ლაშას ყველაფერში“ - წერს ლიკა კვარაცხელია.