07 ივნისი, 2020
ნინო სურგულაძემ იმშობიარა - რა დაარქვა ტყუპებს მეცო-სოპ­რა­ნომ
ქარ­თვე­ლი მეცო-სოპ­რა­ნო, ნინო სურ­გუ­ლა­ძე ტყუ­პის დედა გახ­და. ნი­ნოს ქალ-ვაჟი შე­ე­ძი­ნა. მომ­ღე­რა­ლი აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­გან მი­ლოც­ვებს იღებს.

პოსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სი­ტყვე­ბი, გან­ცდე­ბი, გრძნო­ბე­ბი - მგო­ნი, ვე­რა­ფე­რი გა­მო­ხა­ტავს იმას, რაც ახლა ჩემ ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა. ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე მე­ტია ეს ორი სა­ოც­რე­ბა დღეს რომ მო­ევ­ლი­ნა სამ­ყა­როს ჩემ­გან და ჩემ­თვის, ჩვენ­თვის... ყვე­ლა დე­დის­თვის ნაც­ნო­ბია ის შეგ­რძნე­ბა, ახლა რაც მაქვს, მაგ­რამ მა­ინც მარ­ტო ჩემი და ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ასე მგო­ნია ამ წუ­თამ­დე, - ნა­ტა­ლი­ას და ზა­ქა­რი­ას
და­ბა­დე­ბამ­დე არა­ფე­რი ყო­ფი­ლა თურ­მე მსგავ­სი ემო­ცი­ის მომ­ტა­ნიც კი, არ გა­მიც­დია, არ გამ­ხა­რე­ბია ასე სრულ­ყო­ფი­ლად, ასე სრუ­ლად, ახლა ვარ ის, ვინც უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, დედა, რო­მე­ლიც ამ უსას­რუ­ლო ძა­ლით და ბედ­ნი­ე­რე­ბით უფრო მეტს შეძ­ლებს პრო­ფე­სი­ა­შიც, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­შიც, ყველ­გან, სა­დაც მო­ინ­დო­მებს იმი­ტომ, რომ დედა ვარ...

ახლა, რო­გორც არას­დროს ისე ძა­ლი­ან მინ­და, ყვე­ლა ქალს მი­ე­ცეს ეს ძალა, ყვე­ლა ქალ­მა იგ­რძნოს მისი ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი შვი­ლის სურ­ნე­ლი, პა­ტა­რა თი­თე­ბის სით­ბო, რო­მელ­საც ვე­რა­სო­დეს ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის.დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი ჩვენ­თან ერ­თად და ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო, ვი­საც სი­ხა­რუ­ლი მო­უ­ტა­ნა ნა­ტა­ლი­ას და ზა­ქა­რი­ას და­ბა­დე­ბამ, ვინც მოგ­ვი­ლო­ცა და მოგ­ვი­ლო­ცავს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გი­ნე­კო­ლოგს, ბა­ტონ ნო­დარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვილს.მად­ლო­ბა თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, რო­მე­ლიც უფრო მეტ ძა­ლას მომ­ცემს ჩემ პა­ტა­რებს ყვე­ლას და ყვე­ლაფ­რის სიყ­ვა­რუ­ლი ვას­წავ­ლო, რად­გან ამ გრძნო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია.

მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ თქვენ­განს ყვე­ლაფ­რის­თვის, მჯე­რა, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის შვი­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად იცხოვ­რე­ბენ ბედ­ნი­ერ, ლა­მაზ და სრულ­ყო­ფილ სამ­ყა­რო­ში და ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლო­ში" - წერს ნინო სურ­გუ­ლა­ძე.




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლალი
გაიხარეთ!
00:45 / 09-06-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS