07 ივნისი, 2020
„უხერ­ხულ ად­გი­ლას შევხვდი... მი­თხრა წადი ახლა სახ­ლში და ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას გა­უფრ­თხილ­დიო“ - ზურა ხაჩიძე კახი კავსაძეზე
ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მსახიობი კახი კავ­სა­ძე გუ­შინ იუ­ბი­ლა­რი იყო. მსა­ხი­ობს 85 წელი შე­უს­რულ­და. მან უამ­რა­ვი მი­ლოც­ვა მი­ი­ღო, მათ შო­რის ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის­გან. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ლოც­ვა მის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გავ­რცელ­და.

გუ­შინ მსა­ხი­ობ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო და ემო­ცი­უ­რი მი­ლოც­ვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა მომ­ღე­რალ­მა ზურა ხა­ჩი­ძე­მაც.

"ჩემ­თვის ყვე­ლაფ­რით სა­მაგ­ლი­თო ადა­მი­ანს, კაცს, მსა­ხი­ობს ბა­ტონ კახი კავ­სა­ძეს ვუ­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს! მინ­და დიდ­ხანს სი­ცო­ცხლე გი­სურ­ვოთ ჩვე­ნი გუ­ლის გა­სა­ხა­რებ­ლად და თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­სი­ხა­რუ­ლოდ! ბედ­ნი­ე­რი ვარ იმ წუ­თე­ბის­თვის რაც თქვენ­თან გა­ვა­ტა­რე ცხოვ­რე­ბა­ში.

ერთხელ რეს­ტო­რან­ში ვი­ყა­ვით და ბა­ტო­ნი
კახი თა­მა­და იყო 2-3 სა­ა­თი ხმა არ ამო­მი­ღია იმ­დე­ნი რამე გა­ვი­გე ამ სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნის­გან! ერთხელ უხერ­ხულ ად­გი­ლას შევხდი... მე ნას­ვა­მი ვი­ყა­ვი და სიყ­ვა­რულ­ზე, მე­უღ­ლე­ზე ვკი­თხე მე თავ­ხედ­მა!

მოკ­ლედ ისე­თი არა­ფე­რი ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან ვუ­ამ­ბე კიდე რა­ღა­ცე­ბი და მი­თხრა წადი ეხლა სახ­ლში და ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას გა­უფრ­თხილ­დიო, მო­ე­ფე­რეო და ხე­ლის გულ­ზე ატა­რეო რად­გან სიყ­ვა­რუ­ლი კაცს მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკის­რებ­სო,ოჯა­ხი კი­დევ უფრო მეტ­სო! (კი­დევ ბევ­რი რა­ღა­ცე­ბი მი­თხრა, აქ არ დავ­წერ) მინ­და თა­ო­ბე­ბი და­ემ­საგ­ვსოს კახი კავ­სა­ძეს, მინ­და ეს ქვე­ყა­ნა უფრო მე­ტად აფა­სებ­დეს ბა­ტონ კა­ხის!" - წერს ხა­ჩი­ძე.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS