ლულუ კახიანი:
"ყველაზე საშინელი დღე დადგა.
იქ ვზივარ, სადაც ერთი წლის წინ შენ იჯექი. მაშინ კიდევ გიცემდა გული, ბოლოჯერ ჩაგეხუტე და გითხარი მიყვარხარ. და შენ მიპასუხე "მეც, დე". და მერე დაგტოვე. ვერ დაგიცავი... მაპატიე, ლენო...
ეს შენი ბოლო ფოტოა. ახლაც იღიმი? მხედავ? გრძნობ, როგორ ვნანობ ყოველ უთქმელ სიტყვას, ყოველ გადაუდგმელ
რამდენი ახალი თავგადასავალი გექნებოდა ამ ერთ წელიწადში, რამდენი სიხარული და იმედგაცრუება.
თმა ისევ მოკლედ გექნებოდა? ახალ ტატუსაც დაიმატებდი. ჩემთან იქნებოდი.
ჭრილობა მოუშუშებელია.
ტკივილი მოუნელებელი.
სიცარიელი ამოუვსებელი.
დრო არ კურნავს.
დრო გაჩერდა.
ლენო, როგორ მიყვარს შენი სახელი და შენ...
Yოუ არე ინ მყ ჰეად ალლ ტჰე ტიმე ანდ ინ მყ ჰეარტ ფორევერ მყ სწეეტ ბაბყ".
გიორგი გვარჯალაძე:
"რა მალე გავიდა ერთი წელი თქო, ნინის ვუთხარი დღეს. არა, ჩემთვის არ გავიდა მალეო. არაფერს ვგრძნობ, აღარც ტკივილს, ცარიელი ვარ, აღარ ვარსებობ."