გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაშავდა "ეკო გაზის" თანამშრომელი, რომელიც დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
მიმდებარე კორპუსების მაცხოვრებლები შიშით გარეთ გამოვიდნენ, ბევრს ჰქონდა შეგრძნება, რომ ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელია მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელმაც "რუსთავი 2"-თან საუბარში აფეთქების მომენტი გაიხსენა:
"ამ გაზგასამართი სადგურის უკან კორპუსში ვცხოვრობ, ახალი გადმოსული ვარ და ხედავთ, რამდენი ახალაშენებული კორპუსია ირგვლივ. ახლა ეთერში ვართ და მინდა ვთხოვო,
ირგვლივ ყველა კორპუსის მინები ჩამსხვრეულია. ჩემს კორპუსში, პირადად მე მქონდა შთაბეჭდილება, რომ კორპუსი გადაყირავდა, საშინელი აფეთქების ხმა იყო, შეზანზარდა კორპუსი, როგორც მიწისძვრის დროს. დღეს გადავრჩით, მაგრამ თუ ეს სადგური აქ დარჩა, რა იქნება არავინ იცის, რადგან დღითიდღე იზრდება აქ მოსახლეობის რაოდენობა" - ამბობს მომღერალი.