01 ივნისი, 2020
"აირჩიე ქალი, რომელიც სხეულს მსუბუქად და აქტიურად ამოძრავებს," - ალექსანდრას მიმართვა მამაკაცებს
ალექსანდრა პაიჭაძე ინსტაგრამზე პროვოკაციულ პოსტს აქვეყნებს. ფოტო მოდელმა და ცნობილმა ინფლუენსერმა ერთი დღით ადრე დაანონსა, რომ ინტიმურ თემაზე დაწერდა პოსტს. მაშ, ასე, რას ფიქრობს ალექსანდრა, ამას პოსტიდან გაიგებთ:

"მესიჯი მამაკაცებს: აირჩიე ქალი, რომელიც დროს საკუთარი სულის სიღრმეების ძიებას და დათვალიერებას უთმობს, ის შენი სულის სიღრმეშიც ნახავს ბევრ საინტერესოს..

აირჩიე ქალი, რომელიც საკუთარ თავს პატიობს შეცდომებს, დიდი შანსია უამრავი რამე გაიარა, იოლად გაპატიებს შენც და მიხვდებით, რომ არის შესაძლებლობები და შეცდომები სულაც არ არსებობს...

აირჩიე ისეთი
ქალი, რომელიც ქვეცნობიერს ნაგვისგან მუდმივად ასუფთავებს, მედიტაციით, მანტრებით (ლოცვით) თავისუფლდება ძველი ტკივილებისგან, არ აშინებს წარსულის ლანდებთან ბრძოლა...

აირჩიე ქალი, რომელიც სხეულს მსუბუქად და აქტიურად ამოძრავებს, მხოლოდ ჯანსაღს იღებს საკვებად, თავს უვლის. იმიტომ, რომ საკუთარ თავთან კომფორტში მყოფი ქალი, შენც უდიდეს კომფორტს გაპოვნინებს მალე...

ასეთი ჯადოსნური ქალები, ყველგან არა, მაგრამ არიან️. თუ როგორ გავხდეთ ასეთი ქალი, ჩვენივე თავისთვის, ამ გზას შემდეგ პოსტში მოგიყვებით.. თქვენ კი, კაცებო, დააკვირდით და ამ თვალით შეხედეთ გოგონებს. შეიძლება, არც აღმოუჩენიათ გონიერების ამ ეტაპზე მსგავსი სტილი და ყველაფერი წინ აქვთ ცხოვრებაში, ვაცადოთ ერთმანეთს დავარგება..." - წერს მოდელი.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ირაკლი
მამაკაცები ირჩევენ ჭკვიან, ღირსეულ და ერთგულ ქალებს.
17:35 / 04-06-2020
გამოხმაურება / 0 /
სანდრო
ნორმალური მამაკაცები არ ირჩევენ ვულგარულ და უტვინო ქალებს, რომლებიც ცდილობენ ძალით შეეტენონ ვინმეს.
16:58 / 04-06-2020
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
ნუ ახურებ რა!
18:13 / 03-06-2020
გამოხმაურება / 0 /
სარა
არავინ არ აგირჩია და რას აღარ ცდილობ ხო? ))))
03:08 / 03-06-2020
გამოხმაურება / 0 /
ნატა
აირჩიე ქალი, რომელიც სხეულს მსუბუქად და აქტიურად ამოძრავებს და რა თქმა უნდა თავცარიელი
12:19 / 02-06-2020
გამოხმაურება / 0 /
jast
ანუ აირჩიეთ ალექსანდრა :დდდ საწყალი თავს იპიარებს ვითომ
11:36 / 02-06-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS