29 მაისი, 2020
""როგორი მებრძოლი გოგო იყავი,როგორ გვატკინე გული" – 24 წლის ჟურნალისტი ირმა ჭკუასელი გარდაიცვალა
ჟურნალ სარკის 24 წლის ჟურნალისტი ირმა ჭკუასელი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. გოგონას სოციალურ ქსელში მეგობრები და მშობლიური სკოლა თბილი სიტყვებით ემშვიდობებიან.

"ეს რა უბედურება დაგვატყდა თავს ირმაკო, არ მჯერა. როგორი მებრძოლი გოგო იყავი, როგორ გვატკინე გული,ჩემო თბილო და ტკბილო, საყვარელო.

ყველას მოყვარულო და საოცარო ანგელოზო გოგო, რამდენს უნდა გაუძლოს ამ ოხერმა გულმა,აღარც გასკდა. გული გვატკინე და გაგვამწარე, უფალმა ნათელი მისცეს შენს სპეტაკ სულს, ღმერთმა შენს მშობლებს გამძლეობა მისცეს, გისამძიმრებთ მთელს ოჯახს,მთელს ჩვენს სანათესავოს."

"ძალიან მენანები,
ჩემო განუმეორებელო მეგობარო, არ მჯერა რომ აღარ დამხვდები,თბილი , ღიმილიანი და ვეღარ გავანდობთ ერთმანეთს ჩვენს ჭირ-ვარამს.. შენთან სხვა სულიერი კავშირი მქონდა , სათანადოდ ვერ მოგეფერე, უფრო ხშირად უნდა მეთქვა მიყვარხარ! ძალიან მტკივა უშენობა! უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს შენს ლამაზ სულს!.."

"სამწუხაროდ,კიდევ ერთხელ გვიწევს დიდი გულისტკივილის გამოხატვა კეთილი, მოსიყვარულე, მუდამ თბილი ღიმილის მატარებელი ირმა ჭკუასელის გარდაცვალების გამო. ირმაკო,ასე მივმართავდით ნაცნობები და მეგობრები. მიზანდასახული გოგო გახლდათ. მთელი შემართებით იბრძოდა უკეთესი მომავლისათვის. მიაღწია კიდეც გარკვეულ წარმატებებს, თუმცა ჯამრთელობის გაუარესებამ მას არ მისცა საშუალება ბოლომდე აეხდინა სანუკვარი ოცნებები. ირმას ყოველთვის გვერდით ედგა მისი საყვარელი დედა და ჩვენი კოლეგა, ნათია ჩხარტიშვილი.
არც კი ვიცით, როგორ განუგეშოთ, ნათია, ჩვენო ტკივილიანო და უთქმელო ქალბატონო! გამძლეობას გისურვებთ ამ ძნელბედობის ჟამს !.
საყვარელი ირმაკო იმქვეყნიურ საქართველოში გადაინაცვლებს. მისი სახელი ნათებად შემორჩება ყველა ახლობელს.
მეოცნებე და ,,სიცილის დედოფალი''-ასეთი დაგვამახსოვრდება ეს პატარა, მაგრამ მებრძოლი გოგო." - ვკითხულობთ ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის ფეისბუქ-გვერდზე.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS