14 აპრილი, 2014
პოლიტიკოსების უკანონო შვილები
გაბრაზებული კანონიერი შვილები მამის გვარზე უარის თქმას აპირებენ რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, სიმპათიური ბორის ნემცოვი პირველობას არავის უთმობს, მას ქორწინების გარეშე დაბადებული შთამომავლების მთელი "საბავშვო ბაღი" ჰყავს. ნემცოვს ტელეწამყვან ეკატერინე ოდინცოვასთან 17 წლის ბიჭი ანტონი და 10 წლის გოგონა დინა ჰყავს; ყოფილ მდივანს, ირინა კოროლიოვას კი მისგან 8 წლის სონია შეეძინა. ერთადერთ ოფიციალურ ცოლთან რაისა ნემცოვასთან კი ქალიშვილი ჟანა ჰყავს. ნემცოვი ამაყობს, რომ ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსია, ვინც ქორწინების გარეშე დაბადებული შვილები აღიარა და მათ შესახებ საჯაროდაც
საუბრობს, სხვა ცნობილ ადამიანებს მოუწოდებს, ასევე მოიქცნენ.

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოს აზრით, მისი გზის გამგრძელებელი ქორწინების გარეშე დაბადებული 8 წლის ნიკოლაი იქნება, რომელიც ოფიციალური ვიზიტებისას ჩინეთსა თუ ვენესუელაში მამას ყოველთვის თან ახლავს. ნიკოლაი 2004 წელს დაიბადა და პრეზიდენტის შვილიშვილების ასაკისაა, მისი დედის ვინაობა კი მკაცრად გასაიდუმლოებულია. ლუკაშენკო მხოლოდ იმას ამბობს, რომ ის ექიმია, თუმცა, გავრცელებული ხმებით, პატარას დედა ირინა აბელსკაიაა, "ევროპის უკანასკნელი დიქტატორის" მკურნალი ექიმი.

საგრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანი უკანონო ქალიშვილს მაზარინს დიდხანს მალავდა, მოგვიანებით კი მისი არსებობა გაამჟღავნა. აღსანიშნავია, რომ ეს საიდუმლო ჟურნალისტებმაც კი შეუნახეს. ფრანგების აღშფოთება განსაკუთრებით იმან გამოიწვია, რომ პრეზიდენტი მეორე ოჯახსაც გადასახადის გადამხდელთა, სახელმწიფოს ხარჯზე აცხოვრებდა, თან მაზარინის დედა არანაკლები გავლენით სარგებლობდა, ვიდრე მისი ოფიციალური ცოლი დანიელი, რომელთანაც მიტერანს ორი ვაჟიშვილი- ჟილბერი და ჟან კრისტოფი ჰყავდა.

კალიფორნიის ექს-გუბერნატორს და მსახიობს არნოლდ შვარცნეგერს მილრედ ბაენასთან, რომელიც მის ოჯახში მსახურობდა, ვაჟიშვილი შეეძინა, რომელიც ახლა 14 წლისაა, ის უკანონო შვილს დაბადებიდან ეხმარება. შვარცნეგერის ცოლმა მარია შრაივერმა კი ამის თაობაზე მოგვიანებით შეიტყო, თან აღმოჩნდა, რომ ის და მოსამსახურე დაახლოებით ერთ დროს იყვნენ ფეხმძიმედ და შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა სულ რამდენიმე თვეა, რის გამოც მან გაყრა გადაწყვიტა, გაბრაზებული კანონიერი შვილები მამის გვარზე უარის თქმას აპირებენ; რაც შეეხება უკანონო ჯოზეფს, მას ძალიან გაუხარდა, როცა მამის ვინაობა შეიტყო, რადგან წლების მანძილზე შვარცნეგერის ფანი გახლდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტ ბილ კლინტონს შავკანიან ქალთან 27 წლის ვაჟიშვილი ჰყავს; რუსეთის ქალაქ ომსკის 31 წლის მცხოვრები ანდრეი ვოლოხინი კი სასწრაფოდ დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვს და ამტკიცებს, რომ ვლადიმირ პუტინის შვილია, მან გვარი და მამის სახელი უკვე შეიცვალა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS