26 მაისი, 2020
"ატირებულმა კაპიტანმა ჯიპის წინა ნაწილი გახსნა..." - ეს ისტორია გულგრილს არავის დაგტოვებთ
მამა შალვა კეკელია სოციალურ ქსელში სულისშემძვრელ ისტორიას აქვეყნებს:

„ჯარში მსახურობდა ერთი საოცრად თავმდაბალი და ძალინ მორწმუნე ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც გამუდმებით ამცირებდნენ ,რადგანაც მტკიცედ სწამდა ღმერთი. ერთ დღეს კაპიტანმა მთელი სამხედრო ნაწილის წინ საჯაროდ მისი დამცირება მოისურვა.

მან გამოსძახა ის ჯარისკაცი და უბრძანა აეღო გასაღები და მისი ჯიპი გადაეყენებინა ავტოფარეხში. ახალგაზრდამ შეწუხებული ხმით უპასუხა რომ, მან მანქნის ტარება არ იცოდა. კაპიტანმა კი მაშინ დაცინვით უპასუხა: თუ არ იცი, მაშინ შენს ყოვლ
ისშემძლე უფალს სთხოვე დახმარება! გვიჩვენე, რომ ის არსებობს! " - ახალგაზრდამ გასაღები აიღო, მანქანაში ჩაჯდა დაიწყო ლოცვა და რამოდენიმე წუთში შესანიშნავად დააყენა მანქანა იმ ადგილას, სადაც კაპიტანს სურდა.

ახალგაზრდა მამაკაცი ჯიპიდან რომ გამოვიდა, გაოცებული დარჩა, რადგან დაინახა რომ მთელი სამხედრო ნაწილი ტიროდა და ერთად, ერთხმაში მიმართეს ჯარისკაცს: - გვსურს შენს ღმერთს ვემსახუროთ! ახალგაზრდა ჯარისკაცმა გაკვირვა და იკითხა თუ რა მოხდა და რატომ იწამეს მათ უფლის ძალა. ასე უცაბედად რამოდენიმე წუთში?

ატირებულმა კაპიტანმა ჯიპის წინა ნაწილი გახსნა და ახალგაზრდას დაანახა რომ მანქანას ძრავა არ ეყენა! მან ძრავის გარეშე გადააყენა მანქანა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. გახარებულმა ჯარისკაცმა შესძახა მის გარშემომყოფებს - ხედავთ? აი, ეს არის ღმერთი, რომელსაც მე ვემსახურები! ღმერთისთვის შეუძლებელი არ არსებობს.

ღმერთი, რომელიც სიცოცხლეს აძლევს იმას, რაც არის, უსულოს, უსიცოცხლოს, ავადმყოფს... შეიძლება ფიქრობდეთ, რომ არსებობს ბევრი რამ დედამიწაზე რომლის შესრულება შეუძლებელი და გამორიცხულია, მაგრამ მერწმუნეთ, ღმერთისთვის ყველაფერი შესაძლებელია! დიდება უფალს! არასოდეს დაკარგოთ იმედი, რადგანაც ბოლო წუთსაც კი, როდესაც ყველაფერი თითქმის დამთავრდა და არაფერი დარჩა რომ გიშველოთ.

იცოდეთ, რომ იმ ბოლო წამსაც კი შეუძლია უფალს თქვენი ხსნა, შეწყალება! არასოდეს არ დაუხუროთ უფალს გულის კარი! უფალი მოწყალე და ყოვლისშემძლეა! დიდება უფალს!" - წერს მამა შალვა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
სერგო
მამაო სად ნახე ეს ათეისტების დანაყოფი????
11:26 / 08-06-2020
გამოხმაურება / 0 /
ტოტო
ვაი!
13:38 / 28-05-2020
გამოხმაურება / 0 /
ავლიპი
ეჰ მამა შალვა,მამა შალვა....რამდენია სამკურნალო...
08:03 / 28-05-2020
გამოხმაურება / 0 /
გუა
ნაცისტი შალიკუნა რა ისტორიებს ყვება ნახეთ აი აი აი უნდა ავჩუყდეთ ახალი პრადოს ჯიპი უნდა თურმე
21:24 / 27-05-2020
გამოხმაურება / 0 /
ტასო
აბა რას როშავ,ისე შენგან კარგი მეზღაპრე დადგებოდა.
14:28 / 27-05-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS