"ჩემი მხარდაჭერა და სოლოდარობა ნიკოლოზ ბასილაშვილს. რთულია სხვის პირად ცხოვრებაზე კომენტარის გაკეთება, თუმცა მსგავსი ფაქტი, ჩემს წარსულ პირად ცხოვრებაზე გამახსენდა და პარალელს ვავლებ...
ძალიან მძიმეა როდესაც ყოფილი "მეუღლე" და შვილების დე
ისიც ვიცი თუ რა რთულია ამ ბრალდების მიღება და გადატანა მშვიდად ისე რომ არ გამოხვიდე წყობიდან და თავი ხელში აიყვანო. მე მესმის რომ ხალხიც გააღიზიანა ამ ფაქტმა, მაგრამ ასე ერთი ხელის მოსმით ნუ აკეთებთ დასკვნებს და შეურაცხყოფილ კომენტარებს ნუ წერთ ადამიანზე, რომელმლაც არაერთხელ ასახელა საქართველო.
მჯერა რომ ნიკოლოზი თავს გაართმევს ამ სირთულეს და გადალახავს ამ პრობლემასაც ისე ლოიალურად რომ არცერთი მხარე არ დაზარალდეს. მე მჯერა იმის, რომ ნიკა ქალს ფიზიკურად არ გაუსწორდებოდა, მითუმეტეს შვილის თანდასწრებით.
რასაკვირველია ქალის პოზიციაც მესმის და შეიძლება დიდი სტრესის ფონზე ისეთი ჩვენება მისცა რომ მორალური ზიანი მიეყენებინა ნიკასთვის. მჯერა, რომ ამ ეტაპზე ვერ ხვდება მისი ყოფილი მეუღლე თუ რა დონის ზიანი მიაყენა ნიკოლოზს მაგრამ გავა დრო და დარწმუნებული ვარ რომ ინანებს.
მე გულით ვუსურვებ ორივე მხარეს მშვიდობას და იმედია გაითვალისწინებენ, რომ ბავშვი იზრდება და სამომავლოდ არც დედის და არც მამის მიმართ გასროლილი ტალახი მისთვის ადვილი გადასატანი არ იქნება. მშვიდობა ორივე მხარეს და წარმატებები ნიკოლოზს" - წერს მეტრეველი.