მოგვიანებით მსახიობი ყვებოდა, რომ არანაირი შეკამათება არ მოსვლია. შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ ის "ვანოს შოუში'' ქურდებზე ნათქვამი ხუმრობის გამო დაჭრეს. კაბუ ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფდა.
ამბობდა, კარგად ვიცნობ, ვისზეც ვიხუმრე. კარგი ბიჭები არიან
იმაზეც საუბრობენ, ჩანაწერი სინამდვილეს არ შეესაბამება და სარეკლამო სააგენტოს ფარგლებშია გადაღებული. თუ ეს ნამდვილად რეკლამა არაა, კაბუს სავარაუდოდ დააკავებენ. მსახიობს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
- ვიცი, რასთან დაკავშირებით მირეკავთ. ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია.
- ფილმს ხომ არ იღებთ და ეს ვიდეო ფილმის პიარისთვის ხომ არ გაავრცელეს.
- ვერაფერს გეტყვით. შეიძლება ფილმშიც გადამიღონ.
- ამ ყველაფერზე ზუსტი პასუხი როდის გექნებათ?
- საღამოს ყველაფერი მეცოდინება.
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















