25 მაისი, 2020
ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ახალი სიყვარული - რომანტიკული შარლოტა გერმანიიდან
ჩოგ­ბურ­თე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ყო­ფილ ცოლ­ზე ძა­ლა­დო­ბა ედე­ბა ბრა­ლად, შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა გერ­მა­ნე­ლი სპორ­ტსმე­ნი შარ­ლო­ტა ელე­ნაა, რო­მელ­თა­ნაც, რო­გორც ჩანს, ბა­სი­ლაშ­ვილს კარ­გა ხა­ნია რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

შარ­ლო­ტა ნი­კას მსგავ­სად, ჩოგ­ბურ­თე­ლია. ის "ინ­სტაგ­რა­მის" პი­რად გვერ­დზე ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ქარ­თველ ჩოგ­ბურ­თელ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ რო­მან­ტი­კულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც თე­ბერ­ვალ­ში, ერთ-ერთ სა­ზღვაო კუ­რორტზეა გა­და­ღე­ბუ­ლი.

Rating

"ცო­ტა­ო­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი ხომ არ გინ­დათ?" - ასა­თა­უ­რებს გო­გო­ნა ფო­ტოს.

ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ყო­ფილ მე­უღ­ლეს, რო­მელ­თა­ნაც ახლა სა­მარ­თლებ­რივ და­ვა­შია, 2019 წელს, 6-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ გა­შორ­და. ნეკა დო­რო­ყაშ­ვილს და ნი­კო­ლოზ
ბა­სი­ლაშ­ვილს ერთი ვაჟი ჰყავთ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნ.დ.-ს მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე დღეს იმ­სჯე­ლა და ის 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 16 ივ­ლისს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
აჰააი!
რა გემოვნება გაქვს გოგონა,ასეთი ბიჭი გყავდა ქმრად და სხვას დაუთმე? ვაი! ვაი! ვაი! ახლა მაგ შენ ვარსკვლავბიჭუნას სხვა ჩაეხუტება და შენ ღვარე ცრემლები,შენი შვილი ბიჭია,როგორც კი სენ კალთას მოცილდება მაშინვე მამას მოძებნის,სეიძლება სენც იპოვნო ქმარი,მაგრამ ის მასეთი აღარ იქნება.ნაქმარევი ქალები ვაჟკაც ბიჭებს არ მოყავთ,შეგხვდება ვიღაცა ჩმორი და გაგიმწარებს სიცოცხლეს
21:51 / 25-05-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS