25 მაისი, 2020
„მისი კარიერა იაფფასიან, ფულს და პიარს დახარბებული ავანტიურისტების გამო არ დაინგრევა“ - თამარ ივერი ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს
ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის გარ­შე­მო აგო­რე­ბულ სკან­დალს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას ედა­ვე­ბი­ან, გუ­შინ სა­სა­მარ­თლომ 100 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­დახ­დის სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი და შე­ფა­სე­ბა იწე­რე­ბა. სპორ­ტსმენს არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი მხრდა­ჭე­რას უცხა­დებს. მათ შორისაა მეცოსოპრანო თამარ ივერიც:

"ქალთა მიმართ ძალადობის ერთ ერთი ხმალამოღებული მოწინააღმდეგე ვარ... თუმცა, ამ შემთხვევაში, რაც მოვისმინე, ინტუიციით ამ ყოველივეს ქალბატონი ნეკას მხრიდან კარგად დაგეგმილი პროვოკაციის სუნი ასდის!

მანამდე დედამთილისთვისაც მოუსწრია ჩივილი,
ქმარს თვეში 100 000 ლარს დიახ , არც მეტი არც ნაკლები თვეში 100.000 ლარს სძალავდა პირადი საიდუმლოს შენახვისთვის (ჯერ საერთოდ ფუი ასეთ ხელშეკრულებას თუნდაც ყოფილ ქმართან!!)

ახლა თურმე ეს 100 ათასი ლარი აღარ ყოფნის და მისი გასამმაგება მოსდომებია(!), თავად მისულა "მსხვერპლი" მოძალადესთან სახლში(!), მორიგჯერ კარიერის დანგრევით და საიდუმლოს გამჟღავნებით დამუქრებია და მოკლედ...

ჩემს წინაშე უსუსური "ნაძალადევი" გოგონა კი არა... კარგად დატრენინგებული შანტაჟისტი "პროვოკატორშა" წარმოისახა!!! და მას ეს "ძალადობა" იგრძნობა რომ ამ მომენტში ჰაერივით სჭირდებოდა.

მწარე ენით, შენი ცხოვრების ჭრილობაზე და საიდუმლოზე გამუდმებით მარილის ყრით და კარიერის დანგრევის მუქარით კი ცხვარს ააღებინებ ხელში დამბაჩას არამცთუ ადამიანს და უკაცრავად, ადამიანზე მუდმივი ფიქოლოგიური ძალადობა ძალადობა არ არის და მხოლოდ მუშტი ითვლება ძალადობად? სხვათაშორის, თუ ასეა, მუდმივმა შანტაჟმა ადამიანი დიდი ალბათობით შეიძლება ფსიქიურ შეშლამდე და თვითმკლელობამდე მიიყვანოს, მაშინ როცა "ფინგალი" ერთ კვირაში გაივლის. თუმცა, დიდი ეჭვი მეპარება თავად ნიკოლოზის მხრიდან რაიმე მონაწილეობისა ამ აქციაში.

გამწარებული მამისგან კი შეიძლება იყო კიდეც რაღაც ადეკვატური მუქარა. ასე რომ ხვალინდელი, ოცდაათი კბილებალესილი ადვოკატების მიერ ჭრაკერვა/მონტაჟჩატარებული ტექსტების ნაკლებად მჯერა! როგორც მოსკოვი ისე "Тбилиси Слезам(Крокодила) не верит"!!

ასე რომ,

ჩემი მხარდაჭერა ნიკოლოზ ბასილაშვილს!

მისი მსოფლიო კარიერა კი იაფფასიან ფულს და პიარს დახარბებული ავანტიურისტების გამო არანაირად არ დაინგრევა!

ვთვლი, რომ პირიქით, ნიკოლოზმა უნდა გამართოს ბრიფინგი და როგორც რუსები იტყვიან: расставить все точки над ი

პ.ს.შეიძლება არც დამეწერა ამხელა პოსტი, მაგრამ თავად მაქვს გამოცდილი 2013-14 წლებში თუ რა გამანადგურებლად მწარეა პიროვნული და ნალოლიავები კარიერის დანგრევის მუქარის შემცველი გაუთავებელი შანტაჟები და ეს ფსიქოლოგიური შანტაჟები...

მერწმუნონ ადამიანის უფლებადამცველები... ნებისმიერ წიხლზე და მუშტზე უფრო დიდი დანაშაულია!!!... ყოველ შემთხვევაში არანაკლები.ასე რომ, კიდევ გასარკვევია რომელი მხარეა ჭეშმარიტი ძალადობის მსხვერპლი!

და თუ ჩემი ტექსტით და ვარაუდით 360 გრადუსში შევცდები....არც ბოდიშის მოხდა გამიჭირდება!" წერს ივერი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ზურაბ
Შენ გაიხარე Თამარ ივერო ყოველᲗვის ᲭეᲨმარიტებას რომ ᲦაᲦადებ. რა ბედნიერია ის კაცი ვინც Შენს გვერდიᲗაა. ᲗეᲗრი ᲨურიᲗ მᲨურს.
12:45 / 27-05-2020
გამოხმაურება / 0 /
მ.თ .
ვეთანხმები თამარ ივერს 100%
18:44 / 25-05-2020
გამოხმაურება / 0 /
გიო
ეს 360 ვერ გავიგე, რისი თქმა უნდოდა, წესით 180 უნდა ეთქვა.....
18:41 / 25-05-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS