25 მაისი, 2020
"მინდა, ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო", - შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილზე
ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, შოთა არ­ვე­ლა­ძე ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­ვე­ლა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს.

"ჩემი ბუ­ნე­ბით, ხა­სი­ა­თით და პრინ­ცი­პე­ბით, ყო­ველ­თვის, ყვე­ლა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ - გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც ჩვენს ცხოვ­რე­ბას ალა­მა­ზე­ბენ.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან დიდი, მოქ­მე­დი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნია, რო­მელ­მაც პი­რა­დად მე და მის ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვარს, არა­ერ­თხელ მოგ­ვცა სი­ა­მა­ყის სა­ფუძ­ვე­ლი. არ ვიც­ნობ პი­რა­დად, მაგ­რამ, მინ­და ამ რთულ მო­მენ­ტში მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ვუ­ცხა­დო" - წერს შოთა არ­ვე­ლა­ძე.


სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი
ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნ.დ.-ს მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე დღეს იმ­სჯე­ლა და ის 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 16 ივ­ლისს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS