"გილოცავთ დაბადების დღეს პლანეტის ყველაზე ლამაზ და საყვარელ ქალს. დიდი ჩახუტება!" - უწერს კომენტარებში ელენეს ერთ-ერთი მეგობარი მამაკაცი ინსტაგრამზე.
უმშვენიერესი ელენე დუმბაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენიმე წლის წინ მოექცა. მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილზე, გიორგი ალასანიაზე იქორწინა.
ელენე ბიზნესმენ დავით დუმბაძის ქალიშვილი დ ცნობილი ექიმის წოპეს შვილიშვილია. მან განათლება საფრანგეთში
ელენე დუმბაძის და გიორგი ალასანიას ქორწინება ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში თავიდანვე მოექცა. წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა და საცხოვრებლად ამერიკაში გაემგზავრა. თუმცა ქორწინება მალე დასრულდა და ელენე და მისი რძალი ლიკა ევგენიძე, ძმებს გიორგი და ნიკა ალასანიებს თითქმის ერთდროულად დაშორდნენ.
ელენემ მეუღლესთან დაშორების შემდეგ ინსტაგრამიდან საერთო ფოტოები წაშალა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ელენესა და ლიკას მეღლეებთან დაშორების მიზეზები საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა.