23 მაისი, 2020
"პლანეტის ყველაზე ლამაზ ქალს დიდი ჩახუტება" - როგორ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა რძალმა დაბადების დღე
"დაბადების დღე კარანტინში" - ამ სიტყვებით გამოაქვეყნა ფოტოები მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა რძალმა ელენე დუმბაძემ ინსტაგრამზე. თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გლამურული ქალი საკუთარ იუბილეს იასამნების გარემოცვაში შეხვდა.

"გილოცავთ დაბადების დღეს პლანეტის ყველაზე ლამაზ და საყვარელ ქალს. დიდი ჩახუტება!" - უწერს კომენტარებში ელენეს ერთ-ერთი მეგობარი მამაკაცი ინსტაგრამზე.

უმშვენიერესი ელენე დუმბაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენიმე წლის წინ მოექცა. მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილზე, გიორგი ალასანიაზე იქორწინა.

Rating

ელენე ბიზნესმენ დავით დუმბაძის ქალიშვილი დ ცნობილი ექიმის წოპეს შვილიშვილია. მან განათლება საფრანგეთში
მიიღო.

ელენე დუმბაძის და გიორგი ალასანიას ქორწინება ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში თავიდანვე მოექცა. წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა და საცხოვრებლად ამერიკაში გაემგზავრა. თუმცა ქორწინება მალე დასრულდა და ელენე და მისი რძალი ლიკა ევგენიძე, ძმებს გიორგი და ნიკა ალასანიებს თითქმის ერთდროულად დაშორდნენ.

ელენემ მეუღლესთან დაშორების შემდეგ ინსტაგრამიდან საერთო ფოტოები წაშალა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ელენესა და ლიკას მეღლეებთან დაშორების მიზეზები საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა.

Rating

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
nia
რას გავს არ შველის არაფერი.მეტი ლამაზი არ გენახოთ
12:22 / 25-05-2020
გამოხმაურება / 0 /
ვახო
როგორც ჩანს, სააკაშვილების და ალასანიების გაძლება შეუძლებელია.
02:20 / 24-05-2020
გამოხმაურება / 1 /
ლალი
მარტო სანდრა გამოდგა გამძლე და მედგარი
19:32 / 24-05-2020
TOPS