20 მაისი, 2020
"ამ პოსტს ხელის კანკალით ვწერ და ამხელა ფსიქოლოგიურ და მენტალურ სტრესს ვიღებ" - მაკო გომურის საგანგებო განცხადებას ავრცელებს
მაკო გომური, გოგონა, რომელიც 20 ივნისის აქციაზე დაშავდა და სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვიის შემდეგ თვალი დაკარგა, სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

"რაღაც ჩემს სქრინს აფრიალებენ რამდენიმე დღეა და ათასი საშინელი სიტყვებით მლანძღავენ ადამიანები, რომლებიც არ მიცნობენ საერთოდ. არ უნდა ვწერდე ამ პოსტს, რადგან არავისთან არაფერი არ მაქვს ასახსნელი, ვინც მიცნობს იცის ვინც ვარ ან როგორიც.

ბოლო 2 კვირააა უამრავი პოსტი მხვდება, სადაც დამცინიან, სასაცილოდ იგდებენ ჩემს თვალს და ბოდიშით, ამ ყველაფერს კორეკტულად თუ არ ვხვდები.
მეც ადამიანი ვარ, რობოტი არ ვარ, ყველაფერს რკინასავით დავხვდე და გავუძლო. ბავშვი ვარ. 19 წლის ბავშვი.

1 წელია ისეთ სტრესში მიწევს ყოფა, მეტი რომ არ შეიძლება წარმოვიდგინო და ვიღაც ტიპები, რომლებსაც მეტი საქმე არ აქვთ და ცხოვრებაში ერთი კარგიც არ აქვთ გაკეთებული, ჩემს მორალს და ზნეობას განიხილავენ.

კიდევ ერთი,არავინ განედოს და პოლიტიკურობაში არ დამდოს ბრალი. მაგაზე ბინძური და აყროლებული არაფერი არსებობს. მე თუ საკუთარი სიმართლისთვის ვიბრძვი და მინდა ბოლო ადამიანი ვიყო ვისაც ამ ქვეყანაში თვალებს დასთხრის მიშა თუ ბიძინა თუ გახარია თუ ვანო, ამის გამო ნუ გადამივლით.

და აი, ახლა, ამ პოსტს ხელის კანკალით რომ ვწერ და ამხელა ფსიქოლოგიურ და მენტალურ სტრესს ვიღებ, ამაზე თქვენ აგებთ პასუხს? ნუ მაკისრებთ იმ პასუხისმგებლობებს,რაც იმ ადამიანებსაც არ აქვთ, ვინც საჭიროა.

აქვე, ვინც ჩემი უცენზურობით შეწუხდით, ალბათ ცხოვრებაში არასდროს გითქვამთ გაბრაზებულზე რამე ცუდი..." - წერს მაკო.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
eh
მართლა ძნელია სულ რაღაც 19 წელი რომ ხარ მოვლენილი სამყაროს და შენი თანამოქალაქე ადამიანების მხეცამდე დაცემულ ბუნებას ხედავ. ალბათ ეს ახალგაზრდა გოგოს ულამაზესი თვალის დაკარგვას ცოტა ანეიტრალებს კიდეც. მაკო წინ მხოლოდ სიხარული წარმატება და ბედნიერება გელოდება. მჯერა.
16:15 / 20-05-2020
გამოხმაურება / 0 /
ლუხო
ჩემო კეთილო ქალბატონო, ბედნიერ დედობას გისურვებ.
15:39 / 20-05-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS