20 მაისი, 2020
"ამ პოსტს ხელის კანკალით ვწერ და ამხელა ფსიქოლოგიურ და მენტალურ სტრესს ვიღებ" - მაკო გომურის საგანგებო განცხადებას ავრცელებს
მაკო გომური, გოგონა, რომელიც 20 ივნისის აქციაზე დაშავდა და სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვიის შემდეგ თვალი დაკარგა, სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

"რაღაც ჩემს სქრინს აფრიალებენ რამდენიმე დღეა და ათასი საშინელი სიტყვებით მლანძღავენ ადამიანები, რომლებიც არ მიცნობენ საერთოდ. არ უნდა ვწერდე ამ პოსტს, რადგან არავისთან არაფერი არ მაქვს ასახსნელი, ვინც მიცნობს იცის ვინც ვარ ან როგორიც.

ბოლო 2 კვირააა უამრავი პოსტი მხვდება, სადაც დამცინიან, სასაცილოდ იგდებენ ჩემს თვალს და ბოდიშით, ამ ყველაფერს კორეკტულად თუ არ ვხვდები.
მეც ადამიანი ვარ, რობოტი არ ვარ, ყველაფერს რკინასავით დავხვდე და გავუძლო. ბავშვი ვარ. 19 წლის ბავშვი.

1 წელია ისეთ სტრესში მიწევს ყოფა, მეტი რომ არ შეიძლება წარმოვიდგინო და ვიღაც ტიპები, რომლებსაც მეტი საქმე არ აქვთ და ცხოვრებაში ერთი კარგიც არ აქვთ გაკეთებული, ჩემს მორალს და ზნეობას განიხილავენ.

კიდევ ერთი,არავინ განედოს და პოლიტიკურობაში არ დამდოს ბრალი. მაგაზე ბინძური და აყროლებული არაფერი არსებობს. მე თუ საკუთარი სიმართლისთვის ვიბრძვი და მინდა ბოლო ადამიანი ვიყო ვისაც ამ ქვეყანაში თვალებს დასთხრის მიშა თუ ბიძინა თუ გახარია თუ ვანო, ამის გამო ნუ გადამივლით.

და აი, ახლა, ამ პოსტს ხელის კანკალით რომ ვწერ და ამხელა ფსიქოლოგიურ და მენტალურ სტრესს ვიღებ, ამაზე თქვენ აგებთ პასუხს? ნუ მაკისრებთ იმ პასუხისმგებლობებს,რაც იმ ადამიანებსაც არ აქვთ, ვინც საჭიროა.

აქვე, ვინც ჩემი უცენზურობით შეწუხდით, ალბათ ცხოვრებაში არასდროს გითქვამთ გაბრაზებულზე რამე ცუდი..." - წერს მაკო.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ნანა
ბავშვური სისულელე იყო იქ დგომა მაგრამ ეს შენი ბრალი არაა. ეს ბინძური ნაციონალური მოძრაობის ბრალია. ნელნელა ხვდები და მიხვდები რომ გაგაქეზეს. იცხოვრე მოკრძალებულად. არ გინდა ეს პოსტები. ის პოპულისტობის გამოვლინებაა.
15:49 / 23-05-2020
გამოხმაურება / 0 /
giorgi
კარგი, შვილო, რამდენი ბინძური ტროლი გამოჩნდება, თუ აყევი, ნერვი და ძალი არ შეგრჩება. ისწავლე იგნორი და მოგეშვება გულზე.
14:19 / 21-05-2020
გამოხმაურება / 0 /
მარი
საყვარელო მაკო, ყველას უკან მიუბრუნდება ის რასაც შენზე წერენ, მართლა გული მტკივა რომ ამ გზის გავლა გიწევს. რატომ, რისთვის? ამიტომაც მეზიზრება მარტლაც პოლიტიიკა და პოლიტიკოსები, გულწრფელი ადამიანის სიცოცხლეც რომ არაფრად ურირთ ოღონდ სკამებზე დაჯდნენ. შენ ჯანმრთელობას და გამზლეობას, დიდ ბედნიერებას გისურვებ.
13:20 / 21-05-2020
გამოხმაურება / 0 /
ტასო
დასაცინი არ ხარ მაგრამ რაც დაგემართა ისევ შენი ბრალია რომ ამბობ ბავშვი ვარო,ბავშვი იმ შუაღამეს სახლში უნდა ყოფილიყო და არა ქუჩაში ან და შენი მშობლები რას ფიქრობდნენ ეს ბავშვი სახლში რომ არ იყავი
02:36 / 21-05-2020
გამოხმაურება / 0 /
გიოგიო
აი ეს არის ივანიშვილი-ყანდიაშვილი -რამიშვილი აი ეს ხართ თქვენ-"რუსეთუმებო"სად გაიზარდეთ?-ნუთუ ისე ხართ მოწამლ ულები-არც და გყავთ-არც დედა-არც მეგობარი გოგო-ბოლო ბოლო მართლა პატარაა თქვე.... პ.ს.მიხვდი ვინც ხართ-შალვა რამიშვილებიხართ....
23:28 / 20-05-2020
გამოხმაურება / 0 /
saqartvelos rigiti moqalaqe
ღმერთმაქ გაგაძლიეროს მაკო. ვერასოდეს ვერ გავუგებ იმ არარაობებს ვინც ამ ტრაგედიით ქილიკობს, ისევე როგორც იმ არაკაცებს ვერ გაუგებ ვერასოდეს, ვნც შენი ტრაგედია(და ეს მთელი ერის ტრაგედიაა) საკუთარი ბინძური პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენა და დღესაც იყენებს!
21:54 / 20-05-2020
გამოხმაურება / 0 /
სოფა
დამშვიდდი საყვარელო. ძალიან ვწუხვარ რომ ასე საშინლად მოგვექცნენ. თქვენ კი ვინც ამ ცოდვაში ხელი გაქვთ გასვრილი ღმერთმა გადაგიხადოთ სამაგიერო რაც გეკუთვნოდეთ. ძალიან ვწუხვარ მაკო მიყვარხარ გთხოვ თავს გაუფრთხილდი და ამ არარაობების სიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ გახსოვდეს რომ მათ ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს ის ხალხია ვინც ქრისტე ჯვარზე აწამა მე სხვანაირად ვერ ვიფიქრებ.
21:06 / 20-05-2020
გამოხმაურება / 0 /
ვახო...
ნუ გეშინია მაკო! შენ კარგი გოგო ხარ! იცოდე, სამართალი არასოდეს იკარგება! არც ამ სოფელში და მითუმეტეს არც იმ სოფლად!
20:46 / 20-05-2020
გამოხმაურება / 0 /
მაიამ
შენნაირ ადამიანებმა მოუტანა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობა.მეამაყები ზლიერი გოგო ხარ და წარმატებები.
18:55 / 20-05-2020
გამოხმაურება / 0 /
ნანული გელაშვილი
ვინც შენ დაგცინის შენს დღეში ჩავარდეს. არა მგონია, რომ უნდა მიაქციო ყურადღება. შენს დაბულინგებას ტროლი ან არაადამიანი იზავს. თორემ 19 წლის ბავშვს როგორ უნდა დასცინოს ნორმალურმა ღვთის მოსავმა?
18:31 / 20-05-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS