14 მაისი, 2020
გიორგი წერეთელი 22 წლის უკანონო შვილზე პირველად ალაპარაკდა
მომღერალი გიორგი წერეთელი, რომელიც ია ფარულავას გადაცემა "ფარულ კონვერტში" სტუმრობდა, პირველად ალაპარაკდა თავის უცნობ შვილზე, გოგონაზე, რომელიც უცხოეთში ცხოვრებისას შეეძინა. მართალია, მომღერალმა გარკვეული დეტალები გაამხილა, მაგრამ უფრო მეტის საუბარი ამ თემაზე არ ისურვა, რადგან თვლის, რომ ეს მისთვის ძალიან მძიმე თემაა.

"21 წლის ვიყავი, როდესაც გოგონა გაჩნდა, სახელი მას მე შევურჩიე. მე არ მაქვს იმის უფლება, რომ მასზე რამე პრეტენზია მქონდეს ან მ
ის ცხოვრებაში ჩავერიო. სამწუხაროდ ასე მოხდა, ამ გოგონამ იცის, რომ მისი ნამდვილი მამა ის არის, ვინც ახლა ზრდის. საქართველოში არ ცხოვრობენ. ეს არ იყო ოჯახური ურთიერთობა. უარზე ვიყავი თავიდან, მაგრამ როდესაც ფაქტის წინაშე დავდექი და ბავშვი გაჩნდა, ჩავედი და ოთხი თვის მანძილზე რაც მისთვის საჭირო იყო ყველაფერი მივეცი. შემდეგ ეს ქალბატონი გათხოვდა და კიდევ გააჩინა შვილები. მქონდა რაღაც პერიოდი, როდესაც ვნახე მისი სურათები, მას შემდეგ მიჭირს ძალიან მისი სურათების ნახვა. მსგავსება არის ჩვენ შორის." - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS