26 მარტი, 2020
"ეს ნამდვილი დაუნდობელი თავგადასავალია" - ლევან ხურცია რუსულ სერიალში გადაიღეს
მსახიობი ლევან ხურცია რუსულ სერიალში გადაიღეს. ინფორმაციას ამის თაობაზე, მისი მეუღლე მარიამ კუბლაშვილი ავრცელებს.

"უკვე მესამე დღეა, რუსეთის დროით 20:00, ტელეკომპანია TNT - ს ეკრანს ტელესერიალი «КОЛЛ-ЦЕНТР» იპყრობს, რომლის მიმართ გამოხმაურება ძალიან მასშტაბურია. არ წყდება კომენტარები ქართველი მსახიობი - ლევან ხურციას მხარდასაჭერად. მისი გმირი - დავითია, რომელიც სხვა პერსონაჟებთან ერთად ტერორისტების მიერ გამოკეტილია შენობაში, უფრო ადრე კი მათ მიერ გატაცებული შვილის და საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად წარმოუდგენელ გამოწვევებში ერთვება. სცენარი დაგაფიქრებთ ტერორიზმის სისასტიკესა და განურჩევლობაზე სქესის,
რელიგიის თუ ასაკის მიმართ, დაიწყებთ ყურებას და ვერ მოწყდებით ეკრანს, ეს ნამდვილი დაუნდობელი თავგადასავალია...

ბრავო ლევან, ვამაყობ შენით და ვერც გამოვთქვამ სიტყვებით რამდენად დიდი სიხარულია ეს წარმატება", - წერს მარიამი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ჯერი
რაო, რუსული არხის და რუსეთის შეფარულ რეკლამა გვთავაზობთ? მოეშვით ამ რუსულს და რუსეთობას!!
18:13 / 05-06-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS