მსახიობი გოგოლა კალანდაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი სიმპტომებიდან გამომდინარე, მას კორონავირუსზე ტესტი გაუკეთეს. მსახიობმა დაპოსტა, რომ მას ორმხრივი ფილტვების ანთება აქვს და ამჟამად, ტესტის პასუხებს ელოდება.
“მეგობრებო, მადლობა დიდი ყურადღებისთვის, თქვენი მესიჯები მამშვიდებს და მაძლიერებს , დგეს დამიდგინეს ორ მხრივი ფილტვების ანთება, ტესტის პასუხი სავარაუდოდ იქნება ხვალ დილით, ამჯერად ვიმყოფები სახლში და არა სავადმყოფოში, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, #დარჩისახლში”, - წერს გოგოლა კალანდაძე ფეისბუქში.
მსახიობმა ცოტა ხნის წინ ტესტის საბოლოო პასუხი გაასაჯაროვა. მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.