19 მარტი, 2020
სამეფო ოჯახში ტრაგედია დატრიალდა - რა გახდა დავით ბაგრატიონის დედის გარდაცვალების მიზეზი
და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის დედა ეს­პა­ნეთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის ოფი­ცი­ა­ლურ "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" გავ­რცელ­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლი მწუ­ხა­რე­ბით იუ­წყე­ბა, რომ გუ­შინ , 2020 წლის 17 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა მ.ს.უ. პრინ­ცე­სა მა­რია დე ლას მერ­სე­დეს ზორ­ნო­ზა ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი . სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მე­თა­უ­რის, მ.ს.უ. უფ­ლის­წუ­ლი და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ - მუხ­რან­ბა­ტო­ნის დედა.

პრინ­ცე­სა და­ი­ბა­და ეს­პა­ნეთ­ში, ქა­ლაქ მდრიდ­ში 1942 წლის 2 აგ­ვის­ტოს. 1968 წლის 10 მარტს იქორ­წი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ტახ­ტის მემ­კვიდ­რე ბა­ტო­ნიშ­ვილ გი­ორ­გი (ხორ­ხე) ბაგ­რა­ტი­ონ - მუხ­რან­ბა­ტო­ნიშ­ვილ­ზე. სა­მე­ფო წყვილს შე­ე­ძი­ნა სამი შვი­ლი :
მა­რია ან­ტუ­ა­ნე­ტა, ირაკ­ლი და და­ვი­თი", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


რო­გორც AMBEBI.GE-ს სა­მე­ფო ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პირ­მა გა­ნუ­ცხა­და, მა­რია ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ინ­სულ­ტი გახ­და. ის უარ­ყოფს მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს და­ვით მუხ­რა­ნე­ლის დედა ახალ კო­რო­ნა­ვირუსს ემსხვერ­პლა. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS