16 მარტი, 2020
"დღეს რაც მსოფლიოში ხდება, ბიოლოგიური ომია" - ლალი მოროშკინას სკანდალური წიგნის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
პროფესორისა და მწერლის ლალი მოროშკინას წიგნის „სამი დღე ვაქცინამდე“ პრეზენტაცია 17 მარტს გაიმართება.

წიგნი მსოფლიოს ახალ გადანაწილებას, სატახტო თამაშებს, პოლიტიკურ ინტრიგებს, დახურულ სამეცნიერო ლაბორატორიებს, ვირუსულ ეპიდემიას და სიყვარულს ეხება.

„მე დიდი ხანია ვმუშაობ გასაიდუმლოებული ლაბორატორიების თემატიკაზე. გენეტიკოსის შვილი ვარ და შესაბამისად, დიდი ინფორმაცია მაქვს. ეს მასალები მზადდებოდა და ახლა ტრილოგიად გამოიცემა. პირველ ნაწილს 17 მარტიდან იხილავს მკითხველი „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში.

დღეს რაც მსოფლიოში ხდება, ბიოლოგიური ომია, გავლენების გადანაწილების თემაზე. აქ მთავარი მოთამაშეები ამერიკელები და ბრიტანელები
არიან. მე რომანს მხატვრული სახე მივეცი, მაგრამ ფაქტები უტყუარია.

ვფიქრობ, მალევე გამოვცემ მეორე და მესამე ნაწილს. მთავარია გავაცნობიეროთ, რომ რეალურად ეს ბაქტერიოლოგიური ომია და არ დავმარცხდეთ ამ ომში! საქართველოს გადარჩენის ყველა შანსი აქვს“, - აცხადებს პროფესორი, PR ტექნოლოგი და მწერალი ლალი მოროშკინა.

წიგნის პრეზენტაცია 19:00 საათზე „ზაზანოვაში“ (რევაზ ლაღიძის 2) გაიმართება.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS