16 მარტი, 2020
"რუსეთში არის პარადოქსალური მდგომარეობა" - თეონა კონტრიძე თვითიზოლაციაშია
თეონა კონტრიძე კორონავირუსის გამო მოსკოვში თვითიზოლაციაში იმყოფება.

როგორც თეონამ "იმედის" ეთერში განაცხადა, მას კარანტინზე მეტად ინფექცია აშინებს.

კონტრიძე საზოგადოებას სიფრთხილის გამოჩენისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

"ვიმყოფები მოსოვში კარანტინში, ვარ სახლში, არ გავდივარ გარეთ, თუ აუცილებელი არ არის, არც აფთიაქაში, არც მაღაზიაში და არც სტუმრად. ჩემთვის ეს რთულია, მაგრამ მე კარანტინი ნაკლებად მაშინებს, უფრო ვირუსის მეშინია. რუსეთში არის პარადოქსალური მდგომარეობა, ხალხს კარანტინის უფრო ეშინია ვიდრე ინფექციის, ყველამ რატომღაც ამ ვერაგი ვირუსის დროს გამოაჩინა თავის ნამდვილი სახე,
ხალხს არ უნდა მარტო თავის თავთან დარჩეს, ჩემთვის ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივია, იმიტომ რომ მე მიჩვეული ვარ ასკეტიზმს და სიჩუმეს", - აცხადებს კონტრიძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS