ლელა კილაძემ გუკა რჩეულიშვილს სასამართლოში უჩივლა, რის საფუძველზეც მას პატიმრობა შეეფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს შორის ცოტა ხნის წინ კონფლიქტი მოხდა, რის გამოც გუკა რჩეულიშვილზე პოლიციამ შემაკავებელი ორდენი გასცა, თუმცა, „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელმა შემაკავებელი ორდერი დაარღვია და მას ცოტა ხნის წინ პატიმრობა შეეფარდა.
ინფორმაცია "რეიტინგს" გუკა რჩეულიშვილის ახლობლებმაც დაუდასტურეს, თუმცა, დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს.
შეგახსენებთ, გუკა რჩეულიშვილს და ლელა კილაძეს საერთო ქალიშვილი თრინითი ჰყავთ.