"ძალიან მომწონს და მაბედნიერებს, რომ ქალი ვარ, თან ძალიან ქალი ვარ. არანაირი სურვილი არ მაქვს ვეჭიდავო კაცს, რადგან არ მაწუხებს თანასწორობის პრობლემა – არასოდეს ვყოფილვარ მეორეხარისხოვანი და ალბათ, ამიტომ.
მამასთვისაც ძვირფასი ვიყავი და მეუღლესთანაც არ მაქვს ამის დანაკლისი. ჩემი ბიჭებიც მანებივრებენ და არავინ მაგრძნობინებს თავს უფლებებშეზღუდულად. მიყვარს ყველაფერი, რაც უნდა უყვარდეს ქალს: შოპინგი, კოსმეტიკა, ჩანთა,