09 მარტი, 2020
გიორგი წერეთელმა საყვარელი ქალი გამოაჩინა - ვინ არის მომღერლის რჩეული
ცნობილი სარესტორნო წყვილის, გიორგისა და ლოლა წერეთლების დაშორებას, დიდი ხმაური მოჰყვა. დაშორების მიზეზებზე წყვილს ამ დრომდე არ უსაუბრია, თუმცა, აშკარაა, რომ ლოლა წერეთელს გიორგი დღემდე უყვარს და მასთან დაშორებას განიცდის. ამის მიუხედავად, ლოლას არ შეუწყვეტია სიმღერა და აქტიურად ატარებს კონცერტებს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტებისთვის.

დაახლოებით ორი თვის წინ, „რეიტინგს“ ანონიმურმა წყარომ გიორგი წერეთელის ახალი სიყვარულის შესახებ უამბო. ჩვენი წყაროს ცნობით, მომღერლის ახალი რჩეული მისი პიარ-მენეჯერი, თამილა მარეხაშვილი გახლავთ, თუმცა, მაშინ ეს ამბავი ჩვენთან
საუბარში უარყო, როგორც გიორგი წერეთელმა ასევე, თამილა მარეხაშვილმა.

როგორც ჩანს, გიორგი წერეთელი ახალი სასიყვარულო ამბის დამალვას აღარ აპირებს. ის რამდენიმე დღის წინ, 44 წლის გახდა და საკუთარი იუბილე რესტორან „სამ საუკუნეში“ გრანდიოზულად აღნიშნა.

შეიძლება ითქვას, საკუთარი რჩეულიც საზოგადოებას სწორედ თავის დაბადების დღეზე წარუდგინა.
გიორგი წერეთელმა თამილასთან ერთად იცეკვა კიდეც და საყვარელი ქალი მას გვერდს სიმღერის დროსაც უმშვენებდა.

როგორც გიორგიმ ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას განაცხადა, მზად არის ახალი ოჯახი შექმნას და შვილიც ჰყავდეს.

„რეიტინგი“ მომღერალს დაუკავშირდა. მან მისი და თამილა მარეხაშვილის ურთიერთობა დაგვიდასტურა.

- კი, ნამდვილად არის ქალბატონი თამილა ჩემი რჩეული, თუმცა, მეტს ამ თემაზე არ ვისაუბრებ.

- ლოლასთან დაშორების მიზეზი თამილა იყო?
- ვფიქრობ, ესაა უაზრო შეკითხვა.

- ვიცით, რომ უკვე ბავშვს ელოდებით.

- ჯერ არ ველოდებით ბავშვს, მაგრამ ვაპირებთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS