"მეგობრებო, საშინელება ხდება იტალიაში, ქაოსია, საავადმყოფოების დერეფნებშიც კი ხალხი წევს, ამ ტემპით თუ გაგრძელდა ვირუსის გავრცელება ძალიან ცუდი რამ დატრიალდება და ერთადერთი მიზეზი რის გამოც ეს ხდება არის ის, რომ ხალხის ნაწილმა არ მიიღო სერიოზულად ეს პრობლემა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებებს არ დაემორჩილა.
რეგიონების ჩაკეტვის ინფორმაციამ გაჟონა და ათასობით ადამიანმა დატოვა წითელი ზონა მატარებლით,
გვეუბნებიან რომ ხშირად დავიბანოთ და სახეზე არ მივიტანოთ ხელები, მაქსიმალურად ვეცადოთ მხოლოდ ბარათებით გადავიხადოთ, ფულზე რამდენიმე საათი ძლებს ვირუსი, განსაკუთრებით მეტალზე. მოკლედ დანარჩენი თქვენ იცით მაგრამ, რაც ვიხუმრეთ ამ ვირუსზე საკმარისია, სერიოზულად მივუდგეთ საკითხს.
ჩემი იტალიელი მეგობრების ფბ გვერდებზე რასაც ვხედავ საშინელება ხდება. გავუფრთხილდეთ საკუთარ თავებს და გარშემომყოფებს", - წერს ქირია.