09 მარტი, 2020
თიკა ჯამბურიამ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა - რა ცვლილება შეიტანა საკუთარ გარეგნობაში მომღერალმა
მომღერალი თიკა ჯამბურია გულახდილი რესპონდენტია და არავისთვის საიდუმლო არაა ფაქტი, რომ ის მუდმივად საკუთარ წონას ებრძვის. თიკა პერიოდულად აქტიურად ვარჯიშობს და მკაცრ დიეტებსაც იცავს.

ბოლო დროს მისი თაყვანისმცემლები აუცილებლად შეამჩნევდნენ ერთ ფაქტს, მომღერალმა გარეგნობაში უმნიშვნელო ცვლილება შეიტანა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ მან პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, „რეიტინგი“ მომღერალს დაუკავშირდა:

- თიკა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთეთ...
- არ არის ეს ინფორმაცია მართალი. ცვლილება ნამდვილად შევიტანე საკუთარ გარეგნობაში, თუმცა, პლასტიკური ოპერაცია არ გამიკეთებია. ჩავიტარე
სახის ბიშექტომია, რაც ლოყების დათხელებას გულისხმობს. პირველი ასეთი პროცედურა, რაც გავიკეთე, არ იყო საშიში და დაახლოებით ისეთივე პროცესია, როგორც კბილის ამოღება, ამიტომ დავთანხმდი ბიშექტომიას და კმაყოფილი ვარ, როცა პროფილში ვხედავ ჩემს თავს.

- ამბობენ, რომ პლასტიკურმა ოპერაციებმა და გარეგნობაში ცვლილებების შეტანამ მიჩვევა იცის, ხომ არ გაქვს დაგეგმილი კიდევ სხვა კორექციების გაკეთება?
- არაფრის კორექციას არ ვგეგმავ ამ ეტაპზე. ერთადერთი, რასაც განსაკუთრებულად ვუვლი, არის სახის კანი, ამას კი ნიღბების და დეიდაჩემის მიერ დამზადებული ღამის კრემით ვუვლი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS