09 მარტი, 2020
"თუ ადამიანს არ უყვარხარ, გინდ მერლინ მონრო იყო, არაფერი შველის"
გადაცემაში “სპორტი დიდ ქალაქში” ნანუკა ჟორჟოლიანის სტუმრები მსჯელობდნენ თემაზე, რატომ იკეთებენ ქალები პლასტიკურ ოპერაციებს და რამდენად არის მათი გადაწყვეტილება მამაკაცზე დამოკიდებული.

ლოლა წერეთელმა აღნიშნა, რომ კუჭის დაპატარავების ოპერაცია და რინოპლასტიკა, პირველ რიგში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადაწყვიტა.

“შეყვარებული ვიყავი ძალიან, ესეც დიდი სტიმული იყო… პლასტიკური ქირურგია სიყვარულის გამოც მოსულა, მაგრამ მე მარტო ის გავიგე, რომ ადამიანს თუ არ უყვარხარ, გინდ მერლინ მონრო იყო, მაინც ვერაფერი ვერ შველის.

მთავარია, ადამიანი თავის თავთან დარჩეს მართალი, ნამდვილი. პირველი,
რაც უნდა გააკეთოს ქალმა, ჯერ თავისი თავი უნდა უყვარდეს და შემდეგ მეორე ნახევარი…

ახლა მაქვს ის ეტაპი, რომ აუცილებლად უნდა ვიყო ჯანმრთელი და ბედნიერი. მთავარია, ქალს ბედნიერი თვალები ჰქონდეს”, - ამბობს ლოლა წერეთელი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS