ლოლა წერეთელმა აღნიშნა, რომ კუჭის დაპატარავების ოპერაცია და რინოპლასტიკა, პირველ რიგში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადაწყვიტა.
“შეყვარებული ვიყავი ძალიან, ესეც დიდი სტიმული იყო… პლასტიკური ქირურგია სიყვარულის გამოც მოსულა, მაგრამ მე მარტო ის გავიგე, რომ ადამიანს თუ არ უყვარხარ, გინდ მერლინ მონრო იყო, მაინც ვერაფერი ვერ შველის.
მთავარია, ადამიანი თავის თავთან დარჩეს მართალი, ნამდვილი. პირველი,
ახლა მაქვს ის ეტაპი, რომ აუცილებლად უნდა ვიყო ჯანმრთელი და ბედნიერი. მთავარია, ქალს ბედნიერი თვალები ჰქონდეს”, - ამბობს ლოლა წერეთელი.