ვირუსმა არაერთ ქვეყანას შეუქმნა საფრთხე, მათ შორის საქართველოსაც, სადაც კორონავირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა.
იმ ქვეყნებთან, სადაც ვირუსი მკვეთრად გავრცელდა, საქართველომ საზღვარი ჩაკეტა.
ვირუსმა ვერ შეაშინა ქართველი მომღერლები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს დილით ისარელში გაემგზავრნენ.
როგორ იცავენ უსაფრთხოების ზომებს ქართველი ვარსკვლავები და რატომ მოუწიათ ისრაელში გამგზავრება ამის შესახებ, „რეიტინგს“ ნინო ჩხეიძე ესაუბრა.
- ისრაელში დღეს დილით ჩამოვედით. თელავივში 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით კონცერტი არის დაგეგმილი,
- ნინო, მსოფლიო ახლა კორონავირუსს ებრძვის, საფეხბურთო მატჩის შემდეგ, რომელიც თელავივში გაიმართა და რომელსაც კორონავირუსით დაავადებული ადამიანი ესწრებოდა, ათიათასობით ადამიანს, ისრაელის ხელისუფლებამ თვითიზოლაციისკენ მოუწოდა, ასევე ჩაკეტა ავიამიმოსვლა იმ ქვეყნებთან, სადაც ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, ადგილზე რა ხდება...
- თვითმფრინავი სავსე იყო მგზავრებით, ჩვენ ვიცავთ ჩვენს უსაფრთხოებას ჩვენი ძალებით, გზაში სულ შეფუთულმა ვიმგზავრე, რეზინის ხელთათმანები, პირბადე და სათვალე მეკეთა. გავიგე, რომ ვირუსი თმაში ჯდება კარგად, ამიტომ ქუდიც მეხურა თავზე. მომარაგებული მაქვს ანტისეპტიკური სითხეები, ხელსახოცები და ხშირად ვიყენებ მათ.
გარეთ არსებულ მდგომარეობას რაც შეეხება, სასტუმროდან არ გავსულვართ ჯერ. ისრაელმა ჩინეთთან და ევროპის იმ ქვეყნებთან შეწყვიტა ავიამიმოსვლა, სადაც კორონავირუსის ბევრი ფაქტი დაფიქსირდა და ეს საქართველოს არ ეხება.
- აეროპორტში მკაცრი კონტროლი გაიარეთ?
- სავსე თვითმფრინავით ჩამოვედით. სიცხე არავის შემოუწმებია ისრაელის აეროპორტში ჩვენთვის, მაგრამ ყველა ჯანმრთელები ჩამოვედით. თვითმფრინავში ყველა მგზავრს პირბადე ეკეთა.