სალომეს შემოქმედებაში მორიგი სიახლეა, მომღერალი წერს ახალ სიმღერას, რომელსაც მსმენელი მალე მოისმენს.
სიმღერა "ერთად ვართ", ამერიკაში მცხოვრებ ქართველ კინომუსიკოსს და კომპოზიტორს ჯონი თითირაშვილს ეკუთვნის.
სიმღერის ჩაწერა "სანოს სტუდიაში" ამ წუთებში მიმდინარეობს. კომპოზიციის მასტერინგზე კი გიორგი მანაგაძე მუშაობს.
ჯონი თითირაშვილი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და საქმიანობს, სწორედ ის არის არაერთი ფილმის მუსიკის ავტორი, თუმცა, საქართველოსაც ხშირად სტუმრობს.
"რეიტინგი"
"ჯონი თითირაშვილი წარმატებული მუსიკოსია. ის ლოს-ანჯელესში მუშაობს და დიდი მუსიკალური გამოცდილება აქვს, როდესაც საქართველოში დაბრუნდა, გადაწყვიტა, მისი კომპოზიციები ახალგაზრდა ქართველი მომღერლებისთვისაც შეეთავაზებინა და დამიკავშირდა. როდესაც "სანო სტუდიაში" მოვისმინე ეს სიმღერა, აღფრთოვანებული დავრჩი. გადავწყვიტე, რაც შეიძლება სწრაფად ჩამეწერა ეს სიმღერა, რომლის პრემიერაც ორ კვირაში შედგება "ფორტუნაზე". ძალიან კარგი კომპოზიციაა და ვაპირებ, კლიპიც გადავიღო, რომელსაც რადიოპრემიერის შემდეგ იხილავს მსმენელი", - განაცხადა ბაკურაძემ.